ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
50 Cent-მა დონალდ ტრამპის შეთავაზებულ $3 მილიონზე უარი განაცხადა. მან ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში დაგეგმილ ღონისძიებაზე, სადაც ტრამპი სიტყვით უნდა გამოსულიყო, მონაწილეობა არ მიიღო.
რეპერმა, რომელიც მანამდე ყოფილი პრეზიდენტით აღფრთოვანებული იყო, ამის შესახებ The Breakfast Club-თან ინტერვიუში ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ "დაურეკეს" და სთხოვეს შეესრულებინა თავისი სიმღერა Many Men (Wish Death).
Many Men (Wish Death) 2003 წლის სიმღერაა, რომელიც ტრამპისა და მისი მიმდევრებისთვის ჰიმნად იქცა მას შემდეგ, რაც ივლისში დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას მისი მკვლელობა სცადეს. სიმღერა iTunes-ის ტოპ 10-ში მოხვდა და პოპულარობა სხვა სტრიმინგ პლატფორმებზეც მოიპოვა. 50 Cent-მა ასევე გააზიარა ალბომის ყდის დამუშავებული ვერსიაც, რომელზეც ტრამპის სახე იყო გამოსახული.
50 Cent-მა წლის დასაწყისში სოციალურ მედიაში დაწერა: "ვფიქრობ, ტრამპი კვლავ პრეზიდენტი გახდება, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ".
როგორც ცნობილია, ამჯერად რეპერი დოკუმენტურ სერიალს იღებს შონ "დიდი" ქომბსზე და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე.