5 ადამიანის მკვლელობა, როგორც „რიტუალური მსხვერპლშეწირვის აქტი“ - ტეხასელ სერიულ მკვლელს სიკვდილით დასჯა ემუქრება

სერიული მკვლელი

აშშ-ში, 41 წლის ჯეისონ თორნბურგმა ხუთი ადამიანის მკვლელობა აღიარა.

სამი ადამიანი მან 2021 წლის სექტემბერში მოკლა, რომელთა დანაწევრებული სხეულები ნაგვის კონტეინერში დამწვარი იპოვეს. თორნბურგის თქმით, მკვლელობები "რიტუალური მსხვერპლშეწირვის აქტს" წარმოადგენდა. მისივე სიტყვებით, ერთ-ერთი მსხვერპლის გულისა და სხეულის სხვა ნაწილების ჭამაც კი სცადა.

ბრალდებულის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი, დანაშაულის ჩადენის მომენტში, ფსიქიკური აშლილობებით იტანჯებოდა.

თორნბურგი ბრალდებულია კიდევ ორი ადამიანის - მასთან ერთად მცხოვრები პირისა და შეყვარებულის მკვლელობაში. როგორც სასამართლოზე გაირკვა, შეყვარებული 2017 წელს, არიზონაში მოკლა, ხოლო მასთან ერთად მცხოვრები პირი 2021 წელს, სახლში მომხდარი აფეთქების გზით.

ბრალდებულმა დანაშაულები აღიარა. ახლა ტეხასის სასამართლო მსჯელობს, თუ რა სასჯელს დაუწესებს ბრალდებულს - სიკვდილით დასჯასა თუ უვადო პატიმრობას, გათავისუფლების უფლების გარეშე.

წყარო: