2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ - მედვედევი

მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ორი თარიღი დაასახელა, რომელმაც, მისი მტკიცებით, მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

აღნიშნულის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთად ორი თარიღი – 2008 და 2014 წლები შეიძლება ჩაითვალოს:

„პირველი იყო 2008 წელს, როდესაც დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხომაც, სადაც მხდალად გაიქცა.

მეორე წერტილი 2014 წლის გაზაფხულია, როდესაც ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. დასავლურ სამყაროში ამან გამოიწვია გააფთრებული ისტერია“, – აღნიშნა მედვედევმა.

✕