1763237570
2 ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი 42 წლის შემდეგ დააკავეს (აშშ)
აშშ-ში დააკევს კაცი, რომელიც კალიფორნიის შტატში, 1981 წელს 2 ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ KTLA წერს.
გამოძიების ვერსიით, 1981 წლის 18 იანვარს კაცმა 20 წლის მარტოხელა დედა მოკლა. მეორე მსხვერპლი 21 წლის ლიზა გინდეკი გახდა. გოგოს ცხედარი მეხანძრეებმა აღმოაჩინეს, რომელიც მის სახლში გამოძახების გამო მივიდნენ.
როგორც ექსპერტიზამ დაადასტურა, ორივე ქალი დაახრჩვეს. კაცის დაკავება და მისი დანაშაულთან დაკავშირება თანამედრო დნმ-ტესტის დახმარებით მოხდა.











