1.3 მილიონ დოლარს გადაუხდიან კაცს, რომელიც 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს

მამაკაცი

ოჰაიოს შტატი $1.3 მილიონს გადაუხდის კაცს, რომელიც 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

საქმე ეხება 49 წლის რალფ ბლეინ სმიტს. კოლუმბუსის მცხოვრებს 2000 წელს 67-წლიანი პატიმრობა მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც მას შეიარაღებულ ძარცვაში დასდეს ბრალი. პროკურორები აცხადებდნენ, რომ სმიტი და კიდევ ერთი აფროამერიკელი მამაკაცი სახლში შეიჭრნენ, სადაც ორი ზრდასრული და მათი არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ.

დაზარალებულები ჩვენებაში ამბობდნენ რომ დამნაშავეებმა მათ სარდაფის სეიფის გახსნა აიძულეს. სეიფში ისინი ძვირფას ნივთებს ინახავდნენ. შეიარაღებულებმა სამკაულები და დაახლოებით 10 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული გაიტანეს სახლიდან.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სმიტს დანაშაულთან აკავშირებდა, მამაკაცმა და ქალმა ის იდენტიფიცირებული ფოტოების სერიიდან გამოავლინეს. საბოლოოდ, სმიტი მძიმე ძარცვაში გაასამართლეს.

2020 წელს პატიმარმა ახალი ადვოკატი დაიქირავა და მტკიცებულებების შესწავლა სასამართლომ ახლიდან დაიწყო. მალევე იგი უდანაშაულოდ ცნეს, ახლახან კი ფულადი კომპენსაციაც გადასცეს.

✕