ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში - სანამ წაიკითხავთ, შეეცადეთ, გამოიცნოთ ფასი

ფეხსაცმელი

 

ის, რაც გამოიგონეს ძირითადად ადამიანის ფეხების დაცვისა და კომფორტისთვის, წლების განმავლობაში ფუფუნების კიდევ ერთ სიმბოლოდ იქცა. საუკეთესო დიზაინერების მიერ შექმნილი ფეხსაცმელი დამზადებულია ძვირად ღირებული მასალებით და მილიონობით დოლარი ღირს.

გსურთ, იცოდეთ რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი?

10. Platinum Guild Stilettos - 1.09 მილიონი დოლარი


ეს ელეგანტური „მილიონ დოლარიანი სანდლები“ ​​ამერიკელი დიზაინერის, სტიუარტ ვეიცმანის ერთ-ერთი VIP კოლექციის ნაწილია. მას ამშვენებს პლატინის თასმები და 464 ბრილიანტი. სუპერ ძვირად ღირებული ფეხსაცმელი განკუთვნილი იყო Mulholland Drive-ის მსახიობისთვის, ლორა ჰარინგისთვის, რომელმაც ისინი 2010 წლის ოსკარზე ჩაიცვა.

9.  Ruby Stilettos - 1.6 მილიონი დოლარი


სტიუარტ ვეიცმანის კაშკაშა წითელი ფეხსაცმელი შთაგონებულია ოზის ჯადოქრობით. ისინი გამოირჩევიან უნიკალური ელეგანტურობითა და 642 ბირმული ლალით, რომლებიც დამაგრებულია წითელ ატლასის თხელ  თასმებზე და აძლევს ფეხსაცმელს ლაღ ხიბლსა და კოსმოსურ ფასს.

8. Jason Arasheben Custom - 2 მილიონი დოლარი


ჯეისონ არაშებენის შეკვეთით, ეს ფეხსაცმელი შექმნილია დიდი რაოდენობით მრგვალი თეთრი ბრილიანტით, რომლებიც ჩასმულია თეთრ ოქროში. ისინი ამერიკელმა მსახიობმა, ნიკ ქენონმა American Idol-ის ბოლო სეზონის გადაღებისას ჩაიცვა.


7. ტანზანიტის ქუსლები - 2 მილიონი დოლარი


მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხსაცმელს სტიუარტ ვეიცმანი აკეთებს, სხვა ცნობილ დიზაინერთან - ედი ლევიანთან თანამშრომლობით. მათი თასმები ძვირფასი ტანზანიტის ქვებითა და ბრილიანტებითაა მორთული, უფრო როკოკოს სტილში ჩოკერს ან ყელსაბამს ჰგავს. 16-კარატიანი გულსაკიდი ელეგანტურად თანხვდება ამ ფეხსაცმლის ესთეტიკას. ვერცხლისფერი ძირები ლამაზ ფონს უქმნის ტანზანიტის მორთულობის ფუფუნებასა და ექსტრავაგანტურობას, ხოლო ქუსლები დაფარულია პლატინით.


6. Stuart Weitzman Cinderella Slippers - 2 მილიონი დოლარი


მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალის ფეხსაცმლისა და სანდლების შორისაა  სტიუარტ ვეიცმანის ექსკლუზიური კოლექციიდან, „ფეხსაცმელი კონკიასთვის“. ისინი მორთულია 565 ბრილიანტით. ხოლო მარჯვენა ფეხსაცმელზე არის 5 კარატიანი ბრილიანტი, რომლის ღირებულებაც მილიონ დოლარს აღემატება.

5. Stuart Weitzman Rita Hayworth Heels - 3 მილიონი დოლარი


ჟანგისფერი ატლასით შექმნილი ეს ფეხსაცმელი არის ყველაზე ელეგანტური, რომელსაც გთავაზობთ ძვირად ღირებული ფეხსაცმლის ბრენდი, Stuart Weitzman. ისინი მდიდრულად არიან მორთული ძვირფასი ქვებით, რომლებიც ოდესღაც თავად რიტა ჰეივორტს ეკუთვნოდა, 40-50-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავს. ისევე, როგორც არასდროს იქნება სხვა რიტა ჰეივორთი, ეს მშვენიერი ფეხსაცმელი მართლაც უნიკალურია და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალის ფეხსაცმელია მსოფლიოში. უჩვეულო ფერის არჩევანი სავარაუდოდ შთაგონებული იყო 2006 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე მსახიობ კეტლინ იორკის კაბა. ყოველივე ამის შემდეგ, ეს ფეხსაცმელი მისთვის იყო შექმნილი. შემდეგ ისინი გადაეცა რიტა ჰეივორტის ქალიშვილს, პრინცესა იასმინ აღა ხანს.

4. Harry Winston Ruby Slippers - 3 მილიონი დოლარი


დოროთის წითელი ფეხსაცმლის ასლი „ოზის ჯადოქარიდან“, 1989 წელს შეიქმნა - საკულტო ფილმის გამოსვლიდან 50 წლისთავისთვის. ორიგინალური ფეხსაცმელი, რომელიაც ჯუდი გარლანდს ეცვა, არის კერძო კოლექციის ძვირფასი ქვებით გაწყობილი და ჯერ კიდევ ხელუხლებელ მდგომარეობაშია. ფეხსაცმელი გაწყობილია 4 600 ძვირფასი ქვით. ლალისა და ბრილიანტის კომბინაცია მშვენიერი სიმბიოზია, რომელიც იცავს როგორც ფორმის, ისე ფუნქციის ერთიანობის პრინციპებს. ჯამში დოროთის ფეხსაცმლის შესაქმნელად გამოიყენეს 1 350 კარატიანი პრემიუმ ლალი, ასევე 50 კარატიანი ბრილიანტი. 2010 წელს აუქციონზე 3 მილიონ დოლარად გაიყიდა ხელახლა შექმნილი ფანტასტიკური ფეხსაცმელი.

3. ფეხსაცმელი, რომელიც ჯორჯ ბუშს ესროლეს - 10 მილიონი დოლარი


ამ მამაკაცის ფეხსაცმლის ქუსლებზე არც ბრილიანტია, არც ლალი, არც ერთი გრამი ოქრო. თუმცა, ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული მამაკაცის ფეხსაცმელი მსოფლიოში. და ეს ყველაფერი იმის წყალობით, რაც ერაყელმა ჟურნალისტმა, მუნთაზარ ალ-ზეიდმა გააკეთა. 2008 წლის 14 დეკემბერს მან ფეხსაცმელი ესროლა შეერთებული შტატების მაშინდელ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, როგორც „გამოსამშვიდობებელი კოცნა ერაყელი ხალხისგან“. ბუშმა აირიდა ფეხსაცმელი. საბოლოოდ, ის 10 მილიონ დოლარად იყიდეს. ფეხსაცმლის მწარმოებელმა, რომელმაც ისინი შექმნა, ასევე მიიღო თავისი „დიდება“ - უზარმაზარი შეკვეთა - კვირაში თითქმის 300 000 წყვილი იდენტური ფეხსაცმელი გაყიდა.

2. Debbie Wingham Heels - 15,1 მილიონი დოლარი

ბრიტანელი დიზაინერის, Debbie Wingham-ის მიერ შექმნილი ეს ფეხსაცმელი დიდი ხანია, ლიდერობს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმლის სიაში. ძვირფასი ქვები გამოიყენებოდა კლიენტის ოჯახის კოლექციიდან და წარმოების მთელ პროცესს 100 საათზე მეტი დასჭირდა. ფეხსაცმელს ამშვენებს სამ-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი და ერთ-კარატიანი ლურჯი ბრილიანტი.

  1. Jada Dubai Passion Diamond Shoes - 17 მილიონი დოლარი

ვირად ღირებულმა  ბრენდმა, Jada Dubai-მ Passion Jewelers-თან ერთად შექმნა ის, რაც ამჟამად ცნობილია, როგორც ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში. ეს წვეტიანი, მაღალქუსლიანი ქალის ფეხსაცმელი დამზადებულია ოქროს, ტყავისა და აბრეშუმისგან. ისინი მორთულია 236 ბრილიანტით და ორი 15-კარატიანი ბრილიანტით, უმაღლესი გამჭვირვალობით. ზღაპრულად ძვირად ღირებული ფეხსაცმელი არის პროტოტიპი, რომელიც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ერთადერთ, 7-ვარსკვლავიან სასტუმრო ბურჯ ალ არაბში, სადაც გაიმართა კერძო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ბრენდების - Jada Dubai-ისა და Passion Diamond-ის ერთობლივი კოლექციის გამოშვებას. მას 50 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.