Exclusive: "ხატები ოთახებში დაფრინავენ, მირონი სდის ყველა ხატს, ხანძრები ჩნდება და ქრება, ყველაფერი დავტოვეთ და წამოვედით" - რას ჰყვება კაცი, რომლის სახლშიც გაუგონარი ამბები ხდება

fire

"სახლში ხანძრები თავისით ჩნდება და ცეცხლიც თავისით ქრება, ხატები ოთახებში დაფრინავენ, ყველაფერი დავტოვეთ და წამოვედით" - ასე იწყებს საუბარს "პრაიმტაიმთან" იმ სახლის პატრონი, სადაც პარანორმალური მოვლენები ხდება. 

ყველაფერი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამყურში ასე დაიწყო - გიორგობას, 23 ნოემბერს, ბექა ჩხაბერიძის ოჯახში ღვთისმშობლის ხატი მოაბრძანეს, რომელიც კიბოსგან განკურნებისა და ცეცხლთან მებრძოლად ითვლება. იმ დროიდან აქამდე, ხატს მირონდენა დაეწყო. 

ბოლო ორი კვირაა, რაც სახლში ხანძრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩნდება, იწვის ყველაფერი, ამ ცეცხლს არავინ აქრობს, რადგან თავადვე ქრება. ოჯახმა სახლი მას შემდეგ დატოვა, რაც ოთახებში ხატები დაფრინავენ, სხვადასხვა ნივთები იმსხვრევა და ყველაფერი თავდაყირა დგება. 

"პარანორმალური მოვლენები მას შემდეგ დაიწყო, რაც სახლში ხატი მოვაბრძანეთ, ეს 23 ნოემბერს იყო, ეს ცეცხლთან მებრძოლი და კიბოსგან განკურნების ხატია. ბოლო ორი კვირაა, ხანძარი თავისით ჩნდება, სახლში რაც ნაჭრის, ხის ან ქაღალდისაა, ყველაფერი იწვის. ლოგინი, მატრასი, სკამები და ფარდა აღარ დაგვრჩა. ასევე, საინტერესო ისაა, რომ ცეცხლი თავისით ქრება. 

სახლში მხოლოდ კედლები და ხატები დარჩა, სხვა ყველაფერი დაიწვა. წუხელ, ხატს მირონდენა დაეწყო, მალევე მეორე ხატსაც დაეწყო მირონდენა. დღეს კი, ყველა ხატს, რაც სახლში გვქონდა, ისევ მირონი სდის, დღესაც ხანძარი  იყო. 

სასულიერო პირები მოდიან და მირონს აგროვებენ, რამდენიმე დღეში ჩვენი სოფლის მოძღვარი მოვა. 

ვტოვებთ ამ სახლ-კარს და ალბათ, ვინმე დაგვეხმარება." - ამბობს ბექა ჩხაბერიძე.