15-დან 24 თებერვლამდე ეს გაითვალისწინეთ - რა გავლენას მოახდენს ეს პერიოდი ადამიანებზე

ცაგარელი

როგორი იქნება ზამთრის უკანასკნელი თვე, რა ტენდენციები იქნება მოსალოდნელი და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ადამიანებმა? ამ კითხვებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პასუხობს. 

"მთლიანობაში, თებერვალში დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა საკმაოდ ჰარმონიული იქნება, ხანმოკლე გამონაკლისის გარდა, რომელიც მოიცავს 17-23 თებერვლის დროის შუალედს. თვე დაიწყება ახალმთვარეობითა და აღმოსავლური ახალი წლით. შემობრძანდება ვეფხვის წელიწადი, რის შედეგად დადებითად შეიცვლება კოსმოსური ამინდი და ენერგეტიკა.

თვის პირველი ნახევარი მოსახლეობის უმრავლესობისათვის მშვიდი და შემოქმედებითად იღბლიანი პერიოდია, რომელიც ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლასა და კეთილდღეობის ზრდას. 

შედარებით რთული აღმოჩნდება 15-დან 24 თებერვლამდე დროის მონაკვეთი, როდესაც სავსემთვარეობა და კოსმოსის არასასიკეთო ზეგავლენა დედამიწის ბიოსფეროზე გამოიწვევს სწრაფ და რადიკალურ, რევოლუციურ ცვლილებებსა და არასტაბილურობას როგორც სხვადასხვა სფეროებსა და საზოგადოებაში, ისე ზოგიერთი ადამიანის ბედ-იღბალშიც.

ამ პერიოდში შესაძლოა, ადრე არჩეული განვითარების გზები რადიკალურად შეიცვალოს. ამიტომ, ეს დრო მეტ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს. თუმცა ამ რყევების შემდეგ სიტუაცია სწრაფადვე დაიწყებს დამშვიდებას.

– ამ რთული და არასტაბილური პერიოდის ტენდენციები თვის ბოლომდე გასტანს და რა ცვლილებებს შეიტანს ეს ქვეყნის ეკონომიკურ თუ სამეწარმეო ცხოვრებაში?

– თებერვლის ბოლოს პოზიტიური ცვლილებები დაიწყება ადამიანების ბედსა თუ გრძელვადიან ურთიერთობებში. 18 თებერვლიდან მზე მერწყულის ზოდიაქოს დატოვებს და გადაინაცვლებს თევზების ნიშანში, სადაც მოძრაობს წარმატებისა და წინსვლის პლანეტა იუპიტერიც.

ეს გარემოება დადებითად აისახება ადამიანთა ცხოვრების არაერთ სფეროზე, გამოიწვევს ბიზნესის, ეკონომიკის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცოცხლებას, მეტი ყურადღება დაეთმობა სოციალურ სფეროს, ქველმოქმედებასა და სულიერებას, ხელოვნებასა და კულტურას.

შეიძლება, გააქტიურდეს ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალაც. პლანეტების – მარსისა და პლუტონის, შეერთება სწრაფი, მტკიცე და მიზანმიმართული მოქმედების სურვილს გააძლიერებს და საზოგადოებრივ და სოციალურ სფეროში რადიკალურ ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს.

– როგორც ასტროლოგი, რა რჩევებს მისცემთ ადამიანებს, რომ ცხოვრება მეტად წარმატებული და იღბლიანი გახდეს?

– თებერვლის თვეში, ადამიანთა უმეტესობა იგრძნობს სასიცოცხლო ენერგიის, შემოქმედებითი პოტენციალის, შინაგანი რესურსების მომატებასა და წარსულთან დამშვიდობებისა და ახლოსკენ სვლის, აქტიურად მოქმედების სურვილის გაძლიერებას.

გაზაფხულისა და ასტროლოგიური ახალი წლის მოახლოება ადამიანებს მისცემს საშუალებას, უკვე თებერვლის ბოლოს იგრძნონ ეს მაცოცხლებელი ვიბრაციები, ამიტომ გაუადვილდებათ იმ მოძველებულისა და დამამუხრუჭებლისგან გათავისუფლება, რაც აქამდე ხელს უშლიდათ წინსვლაში.

ასევე ნახეთ - ცაგარელი ტატუების მნიშვნელობაზე