11 აპრილს ოცნებები ხდება - ნახეთ, ზოდიაქოს ნიშნების შესაბამისი ტენდენციები

ასტროლოგია

11 აპრილს ოცნებები ხდება, ასტროლოგების რჩევით, ამ დღეს უნდა ჩაიფიქროთ ის, რისი ახდენაც გინდათ. ფიქრები ჯანმრთელობას, ბიზნესს და სასიყვარულო ურთიერთობებს უნდა უკავშირდებოდეს. 

ახლა კი, ნახეთ ზოდიქოს ნიშნებისთვის 11 აპრილის ტენდენციები, რათა შესაბამისად განსაზღვროთ ის ოცნებები, რისი ახდენაც გსურთ. 

ვერძი

ამ დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. დღის პირველ ნახევარში ვარსკვლავები ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებიან, თუმცა გირჩევთ, რომ საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. კონტაქტები და საქმიანი შეხვედრები დღის მეორე ნახევარში სასურველ შედეგს არ მოგიტანთ - სავარაუდოდ, ურთიერთობებში ახალი პრობლემები და გაუგებრობები გაჩნდება. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ხორციან პროდუქტებს.

კურო

პასიური და ცვალებადი დღეა. სამსახურში ან ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტი. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არსებობს შეცდომის, გაუგებრობის ან ინტოქსიკაციის რისკი. ახალ იდეებს უარყოფითი შედეგები მოჰყვება. გირჩევთ, ურთიერთობები შეამციროთ და ყველა შეხვედრა გააუქმოთ. ეს დღე ტყუილებთან და ილუზიებთან ასოცირდება. ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ზნეობრივი სიწმინდით. ეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ და ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი აუღელვებლად გაუმკლავდეთ.

ტყუპები

ეს დღე უარყოფით ტენდენციებს შეიცავს. საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგებს არ მოგიტანთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. სამსახურში ან შორეულ ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტი. შეამცირეთ ურთიერთობა და გამორიცხეთ ახალი ნაცნობობა - ვიღაცის იდეები ან გავლენები თქვენთვის დაბრკოლება გახდება. ოჯახურ ურთიერთობებში ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტი. ეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ და ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი მშვიდად გაუმკლავდეთ. მხოლოდ მოთმინებითა და ტაქტით შეძლებთ სიტუაცია გააუმჯიბესოთ. დღის ბოლოს ნერვული გადაღლა გელით.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ნებისმიერ წამოწყებაში ვარსკვლავების მხარდაჭერა გელით. ეცადეთ, თქვენი გეგმებისა და მიზნების შესახებ არავის უამბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაკეთილმოსურნეების ინტრიგების ან პარტნიორების უადგილო ჩარევის გამო, შეიძლება ყველაფერი ჩაიშალოს. სავარაუდოდ, პარტნიორებთან კონტაქტი ან პირადი ურთიერთობა რთული იქნება და შედეგს არ მოიტანს. პირიქით, ახალი პრობლემები და გაუგებრობები გაჩნდება.

ქალწული

ამ დღეს უარყოფითი ტენდენციები ახლავს. მოემზადეთ სამსახურში პრობლემებისთვის. კონტაქტები და საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგებს არ მოიტანს. გამორიცხული არ არის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი. შეცდომა მშვიდად აღიარეთ და ყველაფერი მოგვარდება. ეცადეთ, თქვენი მომხიბვლელობა სასარგებლოდ გამოიყენოთ. ეს სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ეს დღე უარყოფით ტენდენციებს შეიცავს. სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან შემცირდება. მოსალოდნელია ახლობლებთან, კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობის გაუარესება. ოჯახურ ურთიერთობებში ეცადეთ, წონასწორობა და ტაქტი შეინარჩუნოთ.

მორიელი

აქტიური სამუშაო დღეა. დიდი ძალისხმევის შედეგად საქმეში წინსვლას და უნიკალური შედეგების მიღწევას შეძლებთ. ამ დღეს გარშემო მყოფთა სიმპათია თქვენ მხარესაა. პატივს გცემენ და გაფასებენ, როგორც შეუცვლელ სპეციალისტს. კარგი შანსი გაქვთ, რომ სანუკვარი ოცნება აისრულოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უარყოფითი ტენდენციები ახლავს. სამწუხაროდ, თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგებს არ მოიტანს. ვიღაც ეცდება, გეგმის შესრულებაში ხელი შეგიშალოთ.

თხის რქა

მოემზადეთ პრობლემებისთვის სამსახურში. თქვენმა არასტანდარტულმა შეხედულებებმა, გარკვეულმა ექსცენტრიკულობამ და პირდაპირობამ შეიძლება ,უფროსების უკმაყოფილება და კოლეგების გაღიზიანება გამოიწვიოს. ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება, ჩიხში შეგიყვანოთ.

მერწყული

სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს. არ არის გამორიცხული, რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ, რაც თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე აისახება. გაითვალისწინეთ, რომ ხორციელი ცდუნებები ან შეხვედრა უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ.

თევზი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ხელსაყრელი დღეა გარიგებებისა და მოლაპარაკებებისთვის. სასიამოვნო სიახლე განწყობას აგიმაღლებთ. ახლობელ ადამიანებს, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან, თქვენი ოპტიმიზმი აღაფრთოვანებს.