VINI VICI საქართველოში ჩამოდის

vini vici

ელექტრონული მუსიკის მოყვარულები უნდა მოემზადოთ, რადგან 17 ივნისს საფესტივალო სივრცე Warehouse #2 / მე-2 პავილიონში  თქვენთვის დაუკრავს Vini Vici. 


ყველა მნიშვნელოვანი  მუსიკალური ჩარტების ლიდერი და ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალების მუდმივი სტუმარი ახლა ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. ფსაი ტრანს ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტის ისტორია 2000-იანი წლებიდან იწყება.  VINI VICI Aviram Saharai-იმ და Matan Kadosh-მა ისრაელში დააფუძნეს და მათი მუსიკალური კარიერაც საკმაოდ წარმატებულად გაგრძელდა. 


VINI VICI-მ წარმატებას, შემოქმედებითი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიაღწია, მათ შორის: 2017 წელს დუომ “Dj Mag Top 100 Dj’s” საერთაშორისო რეიტინგში 72-ე პოზიცია დაიკავა, რის შემდგომაც ამავე წელს Walla Nightlife Awards-ზე წლის დიჯეის ტიტული მოიპოვა. ასევე 2015, 2016, 2017 წლებში VINI VICI ყველაზე გაყიდვადი Psytrance არტისტი გახდა. მათი შემოქმედება დახუნძლულია, ისეთ არტისტებთან ერთად კოლაბორაციით, როგორებიც არის: Armin Van Buuren, Dimitry Vegas & Like Mike, Steve Aoki, W&W, KSHMR, Astrix, Timmy Trumpet და სხვები.


VINI VICI წელიწადში საშუალოდ, 200-მდე შოუს მართავს, ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიც არის: Tomorrowland, EDC, Ultra, Dreamstate, ASOT, AMF, Dreambeach, Creamfiled, Electric Love, Airbeat One, World Club Dome, Transmission და სხვები.


მათ ნამუშევარს “Free Tibet Remix”, 60 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს Youtube-ზე. ასევე აღსანიშნავია VINI VICI-სა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Trance დიჯეის Armin Van Buuren-ის ერთობლივი ნამუშევარი “Great Spirit” და W&W-თან ერთად შექმნილი თრექი “Chakra”, რომლებმაც წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა პროექტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


17 ივნისს, მე-2 პავილიონის სცენას ასევე დაიკავებენ და ფსიქოდელიური ტრანსის მრავალფეროვან სეტებს მოგვასმენინებენ, ქართველი არტისტები:  ADDITIVV,  HOLO,  INFEST,  MARCUSS და OBRI.
 
ღონისძიება MONO HALL-ის ორგანიზებით იმართება.