VIDEO: „სცენაზე იდგა დიდი ბავშვი, ცისფერი თვალებით...“ - მქუხარე და ხანგრძლივი აპლოდისმენტები ელდარ შენგელაიას იუბილეზე

ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაია იუბილარია, მაესტრო 90 წლისაა! წარმოუდგენელია ქართული კინემატოგრაფია მისი ფილმების გარეშე, რომლებმაც უკეთესები გაგვხადა.

"ცისფერი მთები", "შერეკილები" და "არაჩვეულებრივი გამოფენა" რამდენჯერაც არ უნდა ნახოთ, იმდენჯერ ახალი თვალით და აღმოჩენით გაოცდებით. ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოაჩენთ მათში. მათი გენიალურობა სწორედ ელდარისთვის დამახასიათებელ ესთეტიკაში, იუმორში, მუდმივად აქტუალურობაშია.

რეჟისორის 90 წლის იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნეს. გადაჭედილ დარბაზში არ შეწყვეტილა მქუხარე ტაში და დამსახურებული აპლოდისმენტები...

 

კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი ელდარ შენგელაიას საიუბილეო კონცერტიდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„ვიტირე, ვიცინე და ასე მთელი საღამო… ელდარ შენგელაია 90!

მადლობა, მადლობა, მადლობა, ბატონო ელდარ!

დღესაც კი, სცენაზე იდგა დიდი ბავშვი. ლამაზი ცისფერი თვალებით და გულწრფელი უკიდეგანოდ. სასწაულები ტრიალებდა ეკრანზე…

ჩემი სუპერ, „ავტოგრაფის”გუნდი…“