რიანა Super Bowl-ის შოუზე იმღერებს

რიანა

რიანა ამერიკულ ფეხბურთში აშშ-ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატის ფინალის დროს გამართულ შოუზე იმღერებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

NFL-ის შესვენების დროს გამართული შოუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიებაა მუსიკალურ ინდუსტრიაში. 14-წუთიან კონცერტს 120 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

შოუ თებერვალში გაიმართება.