ნინო სუხიშვილი იუბილარი ილიკოს უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

iliko da nino

ეროვნული ბალეტის "სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი, ილიკო სუხიშვილი 50 წლის გახდა. 

"წინ მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი, წარმატებული კონცერტები და სავსე დარბაზებია" - წერენ "სუხიშვილების" ფეისბუქგვერდზე. 

ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში ილიკოს ბავშვობის, აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს.