„ეს დღეს ნანამ სასაფლაოზე მაჩუქა...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ავთო ვარსიმაშვილი

varsimashvili

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ქართველი რეჟისორი 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.

უფროს კოლეგას და მეგობარს, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი ემშვიდობება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ფოტო დღეს ნანამ სასაფლაოზე მაჩუქა, შენთვის წამოვიღე, ვიცოდი გნახავდიო. გადაღებულია შარშან ზაფხულში, ფოთის ფესტივალზე, პანდემიის პერიოდში. ზუსტად იმ დღეს მივიღე სტამბიდან ჩემი წიგნი, პირველი ეგზემპლიარი თემურ ჩხეიძეს ვაჩუქე, ასე მქონდა წინასწარ ჩაფიქრებული, შემდეგ ვერანდაზე დავსხედით, ბევრი ვილაპარაკეთ, ისეთივე თბილი საღამო იყო, როგორიც თვითონ თემური იყო. როცა წიგნი წაიკითხა დამირეკა და ისევ ბევრი კარგი და თბილი სიტყვა მითხრა….. დღეს კი დავკრძალეთ, ვეღარ დავურეკავთ ერთმანეთს, უზარმაზარი სიცარიელე დატოვა, რომელსაც ვერავინ შეავსებს. მადლობა, რომ იყავით ჩემს ცხოვრებაში და ხანდახან მაინც მათბობდით“,- წერს ვარსიმაშვილი.

ასევე ნახეთ:

👉 დოლარი ძვირდება - ნახეთ ვალუტის ახალი კურსი 10 ივნისისთვის

👉 დათვალიერეთ პატარა მართას ექსკლუზიური ფოტოები, რომელსაც ღუდუშაურის კლინიკა ავრცელებს

👉 ვისაც გათხოვება გინდათ, შემეხმიანეთ - გიორგი ნაზღაიძე

👉 ექიმი გინეკოლოგი, რომელიც სენაკსა და ოკუპირებული გალის საავადმყოფოში მუშაობდა, გარდაიცვალა

👉 VIDEO: „კარგად დაღეჭე, არ გადაგცდეს“ - კონკურენტების რეაქცია აუტსაიდერი ავთოს მუქარაზე