ალენ დელონი სტუმრად პატრიარქთან (ფოტოები არქივიდან)

alen deloni

ალენ დელონი საქართველოს 2015 წელს სტუმრობდა. კინოს ლეგენდა მაშინ პატრიარქსაც შეხვდა. მიღება საპატრიარქოში გაიმართა.

"ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, უზომოდ გახარებული ვარ პატრიარქთან შეხვედრით", - აღნიშნა მაშინ ალენ დელონმა.

ფრანგმა კინოვარსკვლავმა საპატრიარქოში ქართული საგალობლები მოისმინა.

დღეს 88 წლის ასაკში ალენ დელონი გარდაიცვალა.