სისხლიან გარჩევაში მონაწილეობისთვის გერმანიაში 33 წლის ქართველს ეძებენ - პოვნისთვის დაწესებულია ჯილდოც

rostoi

2022 წლის 27 მარტის საღამოს, გერმანიაში, ტრიერის რაიონში, ჰერმესკეილის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ დაწესებულებაში სისხლიანი გარჩევა მოხდა, რომლის მონაწილე საქართველოს მოქალაქეა და მას ევროპის მასშტაბით ეძებენ. 

33 წლის როსტომ კოზოლაშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის გერმანიის სამართალდამცავმა ორგანომ ფულადი ჯილდო დააწესა. ამ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. 

27 წლის ლიბანელი მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. ტრიერის რაიონულმა სასამართლომ ევროპის მასშტაბით დაპატიმრების ორდერი გასცა.

დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას სასრწაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

ამ საქმეს კრიპო ტრიერი იძიებს. ტრიერის რაიონულმა სასამართლომ ევროპის მასშტაბით დაპატიმრების ორდერი გასცა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დანაშაულში სავარაუდოდ, სამი მამაკაცი მონაწილეობდა. გერმანული მედიის ცნობით, სამივე ქარველია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ყველა მათგანს თან ცივი იარაღი ჰქონდა.

ცნობილი გახდა, რომ გერმანიის სამართალდამცავი ორგანო სამ მამაკაცს ეძებს, მათგან ორი საფრანგეთში გადავიდა, ხოლო მესამე ეჭვმიტანილი 33 წლის როსტომ კოზოლაშვილი გაქცეულია და ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

ხოლო რამდენიმე დღის წინ, საქართველოს 28 წლის და 32 წლის მოქალაქეები მეცში დააკავეს. როგორც ამბობენ, დანით თავდასხმა ქართველებსა და ლიბანელებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის მონაწილე, მესამე ძებნილი 33 წლის როსტომ კოზოლაშვილი შესაძლოა შეიარაღებული იყოს.

პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 2 000 ევრო დააწესა.

როსტომ კოზოლაშვილი საქართველოდანაა, ის 33 წლის 1,79 მ სიმაღლის, გამხდარი მამაკაცია, რომელიც მოკლე, ყავისფერ ვარცხნილობას ატარებს.

გერმანელი სამართალდამცველები ითხოვენ, რომ თუ მას შენიშნავენ,  მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ დაუყოვნებლივ პოლიციას აცნობონ. 

სხვა სიახლეები