კასპში დამსაქმებელი 15 წლის ბიჭს მუშაობას აიძულებდა

policiis lenti

კასპის სოფელ ფერმაში, ერთ-ერთი საქონლის სასაკლაოშო დამსაქმებელი 15 წლის ბიჭს ანაზღაურების გარეშე მძიმე სამუშაოს შესრულებას აიძულებდა.

 მას შემდეგ, რაც ბავშვმა ხუთი თვის თავზე ანაზღაურების გარეშე შრომაზე უარი თქვა, დამსაქმებელმა ის ჯერ სცემა, შემდეგ კი კუთვნილი ხელფასის გარეშე გაათავისუფლა.

ძალადობის გამო 15 წლის ბიჭის ოჯახმა სამართალდამცველებს მიმართეს.

„ ავიწროებდა, აიძულებდა საქმე გაეკეთებინა, აგინებდა და სახეში აფურთხებდა“,- განაცხადა ბიჭის ბაბუამ „რუსთავის 2-თან“ საუბარში.

მომხდარის გამო სასაკლაოს პატრონი 10 000 ლარით დააჯარიმეს.