გორში მამაკაცს 14-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული - სისხლიანი გარჩევის დეტალები

პოლიცია

სისხლიანი თავდასხმა გორში –  გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრეს. როგორც ირკვევა, შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ჯორბენაძის ქუჩის მიმდებარედ მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი 48 წლისაა. 

მოქალაქეს ცივი იარაღით 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაშავებული კლინიკა "გორმედშია" მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დამნაშავეები იდენთიფიცირებულები არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

როგორც მომხდარზე შსს-ში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.