ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ამ ეტაპზე საქართველოში 1 252 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 290 პირი იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 1 252 მძიმე პაციენტიდან თბილისშია - 483, აჭარაში - 149, იმერეთში - 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 290 ადამიანიდან თბილისშია - 162, აჭარაში - 42, იმერეთში - 31. 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 185 - თბილისში, 487 - აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 375 615 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 141 231, გარდაიცვალა 15 351 პაციენტი.