1742846099
როდის შემოვა Pfizer-ის ახალი პარტია საქართველოში

ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა Pfizer-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი დოზების შემოტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„Pfizer-თან მოლაპარაკება უკვე დაწყებული გვაქვს და გპირდებიან, რომ ახალი პარტია შეთანხმებიდან 4-6 კვირაში ჩამოვა. Pfizer-ს რაც შეეხება, ადგილზე გვაქვს 500 ათასზე მეტი დოზა, კ სხვა ვაქცინები გვაქვს 1,5 მილიონი დოზის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გასააქტიურებელია [ვაქცინაციის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები]. დაგეგმეთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოდან იმ რეგიონებში, სადაც ნაკლები იყო ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე, ჩვენი მობილური ჯგუფები გავლენ“, - განმარტა ზურაბ აზარაშვილმა.