საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1763125896
ცხოვრების სწრაფი ტემპი, არაბალანსირებული და არარეგულარული კვება, სტრესი და მცირე ფიზიკური აქტივობა ხშირად იწვევს საჭმლის მონელების პრობლემებს, რაც ხშირად ყაბზობითა და მუცლის არეში დისკომფორტით გამოიხატება. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება პროლაქსი – ბუნებრივი შედგენილობის საფაღარათო საშუალება, რომელიც ამავე დროს უზრუნველყოფს ნაწლავების გაჯანსაღებასა და მათი ნორმალური ფუნქციის აღდგენას.
როგორია პროლაქსის მოქმედების მექანიზმი?
პროლაქსის უნიკალურობა მის ბუნებრივ შედგენილობაშია. პროდუქტი აერთიანებს სენას, კასკარა საგრადას, ისაბგულს და ვიტამინ B6-ს – კომპონენტებს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფს ნაწლავების რბილ, მაგრამ ეფექტიან სტიმულირებას.
სენოზიდები (სენას ექსტრაქტი) მოქმედებს მსხვილ ნაწლავზე, ააქტიურებს პერისტალტიკას და ხელს უწყობს განავლის რბილად გამოყოფას. კასკარა საგრადა აძლიერებს ნაწლავების მოქმედებას, ამშვიდებს ლორწოვან გარსს და ხელს უშლის ანთებით პროცესებს. ისაბგული კი უზრუნველყოფს რბილ დეფეკაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუასილის, ანალური ნაპრალის ან პოსტოპერაციულად. რაც შეეხება ვიტამინ B6-ს, ის ხელს უწყობს ფერმენტული რეაქციების სწორად წარმართვას და იცავს ორგანიზმს იმ ბალანსის დაკარგვისგან, რაც ზოგჯერ საფაღარათო საშუალებების მიღებას ახლავს თან.
პროლაქსის სწორად მიღებისას, ის არა მხოლოდ ყაბზობას ხსნის, არამედ აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს მეტეორიზმს და აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსს.
როგორ უნდა მიიღოთ მედიკამენტი?
პროლაქსის მოქმედება იწყება დაახლოებით 8-10 საათში, ამიტომ საუკეთესო დრო მისი მიღებისთვის არის საღამოს საათები, ძილის წინ.
ყაბზობისას ან ნაწლავების ატონიისას, როგორც წესი, ინიშნება 15-30 დღიანი კურსი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს კი მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს და წარიმართოს პერიოდული შესვენებებით, რათა დროთა განმავლობაში აღდგეს ნაწლავთა ტონუსი და კუჭის რეგულარული მოქმედება. პოსტოპერაციულ პერიოდში ან ბუასილისას, სასურველია, ზედმიწევნით დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული დოზები, რადგან ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტკივნეული დეფეკაციის თავიდან აცილება.
ზრდასრულებში საკმარისია 1 კაფსული დღეში, თუმცა გამოკვეთილი ყაბზობისას დოზა შეიძლება 2-3 კაფსულამდეც გაიზარდოს. ხანდაზმულებში, რომლებშიც ნაწლავის მოქმედება ხშირად შენელებულია, მიზანშეწონილია მკურნალობის 1 კაფსულით დაწყება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დოზის ნელ-ნელა გაზრდა.
გაითვალისწინეთ, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში პროლაქსის მიღება არ არის რეკომენდებული. ასევე, მედიკამენტის მოხმარება დაუშვებელია აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციისას. იმ შემთხვევაში კი, თუ პროლაქსის მოხმარებისას თავი იჩინა ხშირმა დიარეამ, ძლიერმა სპაზმებმა ან არასასიამოვნო შეგრძნებებმა, მიზანშეწონილია მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაციის გავლა.
სად შეიძენთ პროლაქსს?
მედიკამენტის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში „სმარტფარმია“. მის შეძენას, სააფთიაქო ქსელების გარდა, კომპანიის ვებგვერდზე შეძლებთ - შეიძინეთ პროლაქსი ონლაინ სახლიდან გაუსვლელად.
აღსანიშნავია, რომ „სმარტფარმი“ 2012 წლიდან ამარაგებს ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს ორიგინალი, სერტიფიცირებული და მაღალი ხარისხის ევროპული პრეპარატებით. ამასთან, ის მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას Smartpharm.ge, რომელზედაც შესაძლებელია მის მიერ შემოტანილი პროდუქტების შეძენა ოფიციალური იმპორტიორის გარანტიით.