რა შემთხვევაში, უნდა გაიკეთონ მოქალაქეებმა ბუსტერ დოზა

ვაქცინაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში, უნდა გაიკეთონ მოქალაქეებმა ბუსტერ დოზა.

„კორონავირუსის გადატანიდან ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს 30 დღის შემდეგ და ბოლო ვაქცინაციიდან 90 დღეზე მეტი უნდა იყოს გასული. ეს ორივე კრიტერიუმი უნდა იყოს შესაბამისობაში, რომ ბუსტერული დოზა გავიკეთოთ.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, გამოიყენოთ პირბადე და გაიკეთეთ მესამე ბუსტერული დოზა, ვისაც ეს ეკუთვნის, განსაკუთრებით 50 წელს ზევით მოქალაქეებმა სწრაფად დაიმატეთ, რათა ინფიცირების მაჩვენებლები ასე სწრაფად არ გაგვეზარდოს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

სხვა სიახლეები