შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
„ომიკრონი" ქვეყანაში უკვე 90%-ით ცირკულირებს. კლინიკები 45%-ით დატვირთულია. ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება ამბულატორიული მიმართულებითაც.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ დროთა განმავლობაში ქვეყანაში იმუნური ფენა ჩამოყალიბდება, თუმცა ვირუსი არსად გაქრება და პერიოდულად ვაქცინაციის საჭიროება დადგება.
„ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაიტანს მსუბუქად ამ დაავადებას, შეიქმნება გარკვეული იმუნური ფენა ჩვენს მოსახლეობაში და ეს იქნება ერთ-ერთი პირობა, რომ ისეთი სახით, როგორც ახლა არის პანდემია, დასრულდება წელს, თუმცა ვირუსი არსად არ წავა და ჩვენ მუდმივად გვექნება იმის საჭიროება, რომ ჩავატაროთ პერიოდული ვაქცინაცია," - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორმა გიორგი კამკამიძემ.
ამათან, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ინფიცირების შემთხვევები მეტად გაიზრდება.
„მართალია "ომიკრონს" ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ვიდრე დელტას, მაგრამ თუ შემთხვევები 3-ჯერ, 5-ჯერ მეტი იქნება, მაშინ ის მძიმე შემთხვევებიც მეტი იქნება და სამწუხაროდ, გარდაცვალებების შემთხვევებიც მოიმატებს, ასეა მთელ მსოფლიოში. მაგალითად, 20-21 იანვარს აშშ-ში დაფიქსირდა 2 700-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა, რაც ბოლო ერთი წელია იქ არ ყოფილა,“- ამბობს გიორგი კამკამიძე.