ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვა

ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისას ორგანიზაციებმა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“,- აცხადებენ უწყებაში.

ასევე ნახეთ:

„ბევრჯერ დამიმალა, როგორ უჭირდა ამერიკაში ცხოვრება... მე როგორც დედას, არ მჯეროდა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა“ - ნინი ბრეგვაძის შესახებ დედა საუბრობს

საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ვარსკვლავების სჯერა - ნახეთ, ცაგარელის გაფრთხილება

რა სიურპრიზი მოუმზადეს მაყურებელს ნუცა ბუზალაძემ და პაატა გულიაშვილმა