ივანე ჩხაიძე უახლოეს მომავალში ინფიცირების რეკორდულ რიცხებს ასახელებს

ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს - 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში.

„როდესაც ჩვენ ინფიცირებულთა დღევანდელ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც ვიცით პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან, 3-4-5-ჯერადი ზრდა არის მანამდე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით.

ჩვენთვის მანამდე არსებული მაქსიმუმი იყო 6 ათასი, ასე რომ, სავარაუდოდ, საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს - 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში.

ეს მატება შესაძლებელია იანვრის ბოლომდე გაგრძელდეს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.