დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,72 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსი - ტესტირება

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,93 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 13,72 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,44 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 8 728 პირს დაუდასტურდა, 8 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 18 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 7 521 შემთხვევა გამოვლინდა,  3 160 პაციენტი გამოჯანმღთელდა, 31 კი გარდაიცვალა.