„ჩემი თვალით ვნახე, როგორ აიღო ბავშვმა „ბიჩოკი“ და პირში ჩაიდო“ - პედიატრი საზოგადოებას მიმართავს

ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართავს საზოგადოებას და მოუწოდებს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში, გამოყენებული ნივთები ქუჩაში არ დაყარონ. სიგარეტი, ერთჯერადი ხელსახოცი, ეს ის საგნებია, რომლებიც ბავშვებს სერიოზულ ზიანს აყენებს.

„როგორც ექიმი, ადამიანი, უბრალოდ მოქალაქე, გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ გარემოს, ნუ ყრით ნაგავს ქუჩაში და ნუ გამოყოფთ სეკრეტს (ნერწყვი, ცხვირიდან გამონადენი) პირდაპირ, ღია წესით ასფალტზე, გამწვანებულ ადგილებში. ეს სახიფათოა ბავშვებისთვის, რომლებიც ინსტიქტურად მოქმედებენ და ვერ აკონტროლებენ თავის ქმედებებს, ამ სეკრეტში დიდხანს შეიძლება შენარჩუნდნენ სიცოცხლისათვის საშიში მიკრობები, განსაკუთრებული თხოვნაა, ნუ დაყრით ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში, პარკებში და სკვერებში ნახმარ შპრიცებს, საპარსებს... ჰო, კიდევ სიგარეტს, ჩემი თვალით ვნახე, როგორ აიღო ბავშვმა ეგრეთწოდებული „ბიჩოკი“ და ჩაიდო პირში... რას ვერჩით ამ პატარა არსებებს! ამაზრზენია ასეთი ქცვა!“, - წერს მამუჩიშვილი.