"პრაიმ ტაიმი" გმობს კოლეგებზე ძალადობას
1732879023
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწყებისინფორმაციით, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
„28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, იმ პირთაგან, ვინც მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, დაწესებულებაში გადაიყვანა 33 ადამიანი. მათ შორის 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 13 აქციის მონაწილე, ასევე გადაყვანილ იქნა მედიასაშუალებების ოთხი წარმომადგენელი. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, მედიკოსების რეკომენდაციით, კლინიკაში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, - ააცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.