ამირან გამყრელიძე სასიხარულო ამბავს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

„შემცირებულია ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე გადათვლით, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა. შემცირებულია რეპროდუქციის ინდექსი, რაც დამაიმედებელია. ასევე მცირდება მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა. ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდენცია გაგრძელდება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 000-ს ჩამოსცდა.

„მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს. არ უნდა გავთამამდეთ“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.

 

ასევე ნახეთ - რას ამბობს რუსი სასულიერო პირი ოკუპაციაზე