მუყაოს ყუთში ჩადებული ცხედრის იდუმალებით მოცული ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ყუთი

1957 წლის თებერვალში, ფილადელფიაში, ფოქს ჩეიზში, ტყის პირას კაცმა მუყაოს კოლოფში ჩადებული პატარა ბავშვის ცხედარი იპოვა, რომელიც გადაგდებული იყო ნაგავსაყრელზე. მან არ შეატყობინა აღმოჩენის შესახებ პოლიციას, რადგან შეშინდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ლა სალის კოლეჯის სტუდენტმა იპოვა გადაგდებული ყუთი და შეატყობინა პოლიციას.

4-დან 6 წლამდე ბიჭუნა მხოლოდ 30 ფუნტს იწონიდა. მას ჰქონდა ცისფერი თვალები, ღია ყავისფერი თმა, უხეშად შეჭრილი, შესაძლოა, სიკვდილის შემდეგაც კი, რადგან თმა ტანზეც ჰქონდა მიკრული. ბიჭს ჰქონდა ქირურგიული ნაწიბურები კოჭსა და საზარდულის არეში, ასევე L-ის ფორმის ნაწიბური ნიკაპის ქვეშ. მის შიშველ ცხედარზე  სისხლჩაქცევები მიანიშნებდა ძალადობაზე. დაზიანებები მრავლად იყო და მისი პატარა სხეულის უმეტესს ნაწილს ფარავდა, მათ შორის - სახეს. ის თავის არეში მასიური დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მისი სხეული იყო გახვეული იაფფასიან, ჟანგისფერ ფლანელის საბანში. ყუთს, რომელშიც ბავშვის ცხედარი იდო, ჰქონდა წარწერა: „მყიფე, მოექეცით ფრთხილად". მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბათ დამთხვევა იყო, ფრაზა თითქოს დაცინვა იყო.
ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო 1957 წლის 26 თებერვალს.

ახალი ამბავი ფართოდ გაშუქდა ფილადელფიასა და დელავერის მედიაში. გაზეთებმა მსხვერპლს მყისვე შეარქვეს „ბიჭი ყუთში“.

პოლიციამ მოინახულა იმ ტერიტორიაზე ყველა ბავშვთა სახლი, საავადმყოფო და დარწმუნდა, რომ ყველა ბავშვი ადგილზე იყო. აღმოჩენის ადგილი 270-მა პოლიციელმა გამოიკვლია, რათა დარწმუნდნენ, რომ არც ერთი ფაქტი  არ იყო გამოტოვებული. მათ იპოვეს მამაკაცის ლურჯი ქუდი, საბავშვო შარფი და მამაკაცის თეთრი ცხვირსახოცი კუთხეში „G“ ასოთი.

გავიდა დღეები და კვირები და ბავშვის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ბიჭის არც ერთი ნათესავი, მეზობელი, მეგობარი ან ნაცნობი არ გამოჩნდა. თითქოს საერთოდ არ არსებობდა. ბიჭი დაკრძალეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ფილადელფიის შორეულ კუთხეში. მის საფლავის ქვაზე ეწერა: „მამაზეციერო, დალოცე ეს უცნობი ბიჭი“.

ეს შეიძლება იყოს საქმის დასასრული, რომელიც აღარასოდეს გაიხსნება. თუმცა, ბავშვის მკვლელობის სისასტიკემ იმოქმედა ბევრზე, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. განსაკუთრებით ოთხ პოლიციელზე.  შემთხვევის ადგილზე 1957 წელს

ბრისტოუ უთვალავ საათს ატარებდა შესასწავლად, 1993 წლამდე, სიკვდილამდე, ათასობით დოლარი დახარჯა. ის ეძებდა თუნდაც ერთ მინიშნებას, რომელსაც შეეძლო მისთვის სწორი მიმართულების მიცემა, ის, რაც გამოტოვა 1957 წელს.

ბრისტოუს მოსაზრება იყო, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა 25 მილის დაშორებით, სადაც ბიჭის ნეშტი იპოვეს. სახლი, რომელიც ნიკოლეტის ოჯახს ეკუთვნოდა, 1957 წელს დაიხურა მას შემდეგ, რაც პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ყველა ბავშვი იძებნებოდა.

ოჯახი, რომელიც მართავდა მიუსაფარ ბავშვთა სახლს, შედგებოდა არტურ და კეტრინ ნიკოლეტებისგან

1961 წელს, ბრისტოუმ ნიკოლეტების სახლში აღმოაჩინა კალათები, საბნებით, რომელიც ჩამოკიდებული იყო თოკზე. ისინი იდენტური იყო იმ საბნის, რომელში გახვეულიც იპოვეს „ბიჭი ყუთში“. პოლიციამ არტურ ნიკოლეტი 1984 წელს დაკითხა, მაგრამ უშედეგოდ. მან უარი თქვა ბრისტოუს მოთხოვნაზე, პოლიგრაფიული ტესტის ჩაბარებაზე.
ნიკოლეტი ცოლის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა თავის გერზე, ანა-მარიზე და ბრისტოუს სჯეროდა, რომ ის იყო Boy in the Box-ის ნამდვილი დედა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით დამაჯერებლად შეიძლება ჩანდეს, ბავშვთა თავშესაფარში  საბნები იშვიათი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლეტის ქორწინება მის გერზე უდავოდ ნორმის მიღმაა, შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი მორალი მკვლელობამდეც დაეცა.

ბილ კელი, რომელთანაც რემინგტონი ხშირად საუბრობდა ამ საქმეზე, ასევე თვლიდა, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებელი იყო მშობელი ან მეურვე. თუმცა, მან უარყო მინდობით აღზრდის თეორია, გრძნობდა, რომ მისი კოლეგა ძალიან სასოწარკვეთილი იყო გამოსავლის პოვნაში... განაგრძეთ კითხვა