1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
მშვიდობისთვის ანთებული ლამპრები - მისტიური ტრადიცია სვანეთში, რომელმაც დროს გაუძლო და მხოლოდ მაღალ მთაში შემორჩა. ამ სახალხო დღესასწაულს წელიწადში სამჯერ აღნიშნავენ და მისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან - ეკლესიასთან, საგვარეულო სასაფლაოზე თოვლში დანთებული ცეცხლი და იქვე გაშლილი სუფრა ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. კუბდარის, ნამცხვრის, ხაჭაპურის გასასინჯად უცნობები და ნაცნობები ერთმანეთს ეპატიჟებიან.
ლამპრობა სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. იგი მირქმის დროს აღინიშნება. ამ დღეს მოსახლეობა ცეცხლს საფლავებზე ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას სთხოვენ. ეს ყველაფერი კი ძალიან ლამაზ და უჩვეულო სანახაობას ქმნის. ლამპრობის შესახებ პირველად ინფორმაცია "ქართლის ცხოვრება"-ში გვხვდება ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო, თუმცა რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა.
ყველაფერი შებინდებისას იწყება. ანთებული ლამპრებით, ყველა ერთდროულად, საგვარეულო სასაფლაოსკენ მიემართება და ღმერთს მოსავლიანობას და გამრავლებას სთხოვს.
ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ლამპრობა სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად იმართებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში.