სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
აშშ-ში, თითქმის 30 წლის წინ მაცივარში ნაპოვნი ქალის ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა. როგორც ირკვევა ქალი 1995 წელს მოკლეს, კალიფორნიის ქალაქ სან ხოაკინის ოლქში.
Daily Mail-ის ცნობით, მოკლული ქალის ცხედარი 27 წლის წინ ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა, რომელიც გადასამუშავებლად ქილებს ეძებდა. კაცი წყალში მაცივარს წააწყდა, ნაპირზე გამოიტანა, გააღო და დაინახა საბანში გახვეული გვამი და ბრეზენტი. მსხვერპლს პირის ღრუში ნაჭერი ჰქონდა ჩაჩრილი და ხელები კი შეკრული.
პოლიციამ დაადგინა, რომ ქალი თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ცხედარი, სამართალდამცველების თქმით, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში იყო წყალში. მაშინ ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და გამოძიება შეჩერდა.
ახლახანს, პოლიცია დაუკავშირდა სასამართლო გენეალოგიის კომპანია Othram-ს. სპეციალისტებმა გარდაცვლილის დნმ პროფილი შეადგინეს, რომლის წყალობითაც გარდაცვლილის დედა და შვილი იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ქალს ამანდა ლინ შუმან დეზა ერქვა. ასევე გაირკვა, რომ ახლობლებს განცხადება არ გაუკეთებიათ მისი გაუჩინარების შესახებ, მაგრამ ძებნა დამოუკიდებლად ჩაატარეს.
პოლიცია დამნაშავეს ახლა ეძებს. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება მის დაჭერაში, გამოცხადდა ჯილდო 10 ათასი დოლარის ოდენობით.