98 წლის კაცს 96 წლის ქალი შეუყვარდა და დაქორწინდა - სიყვარულის ემოციური ისტორია

სიყვარულის ისტორია

აშშ-ში, ქალაქ ოსტინში, 98 წლის მამაკაცსა და 96 წლის ქალს ერთმანეთი შეუყვარდათ და ქორწილი მოხუცთა თავშესაფარში  აღნიშნეს. The Washington Post-მა ხანდაზმული წყვილის რომანტიკული ისტორია გააზიარა.

ბერნარ სნაიდერი და ჯო კარტრაიტი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ, მამაკაცი დაქვრივების შემდეგ არ აპირებდა ახალი ურთიერთობის დაწყებას, სანამ კარტრაიტი არ შენიშნა რესტორანში, მოგვიანებით კაცმა თქვა, რომ მოიხიბლა, თუ როგორ ჭამდა ქალი ქათამს. 

მოგვიანებით სნაიდერმა გამბედაობა მოიპოვა და ქალი 98 წლის დაბადების დღეზე მიიწვია და ვარდების თაიგული და შოკოლადის ნაყინი მიართვა, ქალმა ის ლოყაზე კოცნით დააჯილდოვა. მალევე წყვილი დაქორწინდა.

"ჩვენ ჩვენი ცხოვრების ბოლო ეტაპზე ვართ, მაგრამ მაინც შეგვიყვარდა ერთმანეთი", - ამბობს მამაკაცი. „ვფიქრობ, ეს ორივეს დაეხმარება სიცოცხლე კიდევ უფრო გაიხანგრძლივონ“, - განუცხადა პრესას სნაიდერის ერთ-ერთმა ქალიშვილმა.