ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2022 წლის ოქტომბერში მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელით

ასტროლოგია

ოქტომბერში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება - 25 ოქტომბერს დაბნელების დერეფანი მორიელის ნიშნიდან დაიწყება. მეორე დაბნელება კი უკვე ნოემბერში, კუროს თანავარსკვლავედში მოხდება, რაც თითოეული ჩვენგანის ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 6 ნიშანს, რომლებსაც ოქტომბრის თვეში მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელით.

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლები ცხოვრების ახალ ფინანსურ ეტაპს დაიწყებენ და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გაუჩნდებათ. შესაძლოა, ხელფასი გაგეზარდოთ, მიიღოთ ბონუსი, მოულოდნელი საჩუქარი, გაყიდოთ ან გააქირავოთ უძრავი ქონება და ფინანსური თვალსაზრისით, სარგებელი ნახოთ.

ვერძი

სავარაუდოდ, თქვენი პარტნიორის მეშვეობით შემოსავლის ახალი წყარო გაგიჩნდებათ: მაგალითად, თქვენი მეუღლე დასაქმდება ან კიდევ სამსახურს შეიცვლის და ოჯახში შემოსავალი გაიზრდება. ასევე, შესაძლოა მიიღოთ მემკვიდრეობა, ფინანსური დახმარება. გარდა ამისა, შესაძლოა, თქვენი პირადი შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ლომი 

სავარაუდოდ, ოქტომბერში სახლის ან სხვა ქონების გაყიდვას გადაწყვეტთ, რომლის წყალობითაც დიდ თანხას მიიღებთ. ან კიდევ მშობლებისგან სერიოზული ფინანსური საჩუქარი გქონდეთ. შესაძლოა, მემკვიდრეობით მიიღოთ მიწა, ბინა, აგარაკი ან სახლი. გარდა ამისა, შეიძლება, ბინის მოსაწესრიგებლად სესხის აღებაც კი გადაწყვიტოთ.

მერწყული

კარიერაში ახალი ეტაპი და დაწინაურება გელით, ან კიდევ ახალი სოციალური სტატუსის გამო დიდი თანხის მფლობელი გახდეთ. სტატუსი შეიძლება დაკავშირებული იყოს მემკვიდრეობასთან ან სოციალურ საქმიანობასთან, რის გამოც შემოსავალი გაგეზრდებათ.

თევზები

ოქტომბრის დასაწყისში თქვენს ფინანსურ სექტორში სავსე მთვარე იქნება, რაც მნიშვნელოვან წარმატებას მოგიტანთ და შემოსავალიც გაგეზრდებათ. შესაძლოა, ახალი ბიზნესპროექტიდან დიდი მოგებაც მიიღოთ. ახალი ფინანსური წარუმატებლობა დასრულდება და შვებას იგრძნობთ.

ქალწული

ოქტომბერში ვერძში სავსე მთვარე თქვენი ოჯახის კაპიტალის სექტორში იქნება: მოგიწევთ ყურადღება მეუღლის შემოსავალს მიაქციოთ. შესაძლოა სესხი, იპოთეკა გააკეთოთ, მიიღოთ მოულოდნელი საჩუქარი და საკრედიტო ისტორიაც წარმატებით დაასრულოთ.