თუ ლოყები გიხურთ - რაზე მეტყველებს აწითლებული ლოყები კვირის დღეების მიხედვით

აწითლებული ლოყები

ცრურწმენები ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. მათი გამოვლინების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად შეუძლებელია გაარჩიო, რომელია მინიშნება და რომელი – არა.

ქვემოთ იმ ცრურწმენებსა და მინიშნებებს გაგაცნობთ, რომლებიც ადამიანის ლოყების აწითლებას უკავშირდება და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე აქტუალურია.

ძველად ამბობდნენ, თუ ადამიანს ლოყები უხურს, ვიღაც ახსენებსო. მაგრამ მნიშვნელობა ჰქონდა, რომელი ლოყა იყო წითელი – მარჯვენა, მარცხენა თუ ორივე ერთად.

იმის შესატყობად, როგორ კონტექსტში ახსენებდნენ ადამიანს, ჩვენი წინაპრები, თურმე, ოქროს ბეჭედს იყენებდნენ. გაისმევდნენ ავარვარებულ ლოყაზე და თუ ბეჭედი მუქ კვალს დატოვებდა, ესე იგი, ვიღაც აგინებდა, ან შურდა; წითელი კვალი ნეიტრალური შინაარსის ლაპარაკის ნიშანი იყო, ანუ არც აქებდნენ და არც აძაგებდნენ; ხოლო თეთრი კვალი იმაზე მიანიშნებდა, რომ ვიღაც კარგს ამბობდა, აქებდა ადამიანს.

გარდა ამისა, მნიშვნელობა ჰქონია იმასაც, თუ კვირის რომელ დღეებში ხურდა ლოყები.

მაგალითად, აწითლებული ლოყები:

ორშაბათს — ახალ ნაცნობობას მოასწავებდა;

სამშაბათს — საყვარელ ადამიანთან ჩხუბს;

ოთხშაბათს — პაემანს ან სხვა საინტერესო დროსტარებას;

ხუთშაბათს — სურვილის ასრულებას;

პარასკევს — ახალ ამბავს;

შაბათს — შეხვედრას;

კვირას — სასიამოვნო მოულოდნელობას.

თუ ლოყებთან ერთად ყურებიც უხურდა ადამიანს, ეს იმაზე მეტყველებდა, რომ მასზე აქტიურად მსჯელობდნენ – არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე კაცი ერთდროულად. ნახეთ სრულად