„შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულოთ“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს სექტემბერში დიდი ცვლილებები ელით

ასტროლოგია

10 სექტემბერს თევზებში სავსე მთვარე იქნება ნეპტუნთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია არაცნობიერ და ფარულ ემოციებზე, ხოლო 25 სექტემბერს ახალი მთვარე იქნება სასწორში. სექტემბრის განმავლობაში ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანია, რომლებიც პლანეტების განსაკუთრებულ გავლენას განიცდიან - ქალწული, თევზები, ტყუპები, მშვილდოსანი, სასწორი, ვერძი. ასევე, ამავე თვის 9, 10, 11, 24, 25 და 26 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის სექტემბერში პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დრო იქნება. შესაძლოა, განქორწინება, ან კიდევ დაქორწინება გადაწყვიტოთ. ნუ იჩქარებთ, პლანეტა ნეპტუნმა შესაძლოა უფრო მგრძნობიარე და ემოციური გაგხადოთ და ამის გამო იმპულსურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, იმღერეთ, იცეკვეთ, დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით და ყველა გამოწვევას წარმატებით დაძლევთ.

თევზები

სექტემბერი თევზების უმეტესობისთვის წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა, რადგან სავსე მთვარე სწორედ თქვენს ნიშანში იქნება. შესაძლოა, მოულოდნელად თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულოთ, ან რაიმე მიზეზით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. თუ ონლაინ სივრცეში პოპულარობას დიდი ხანია გეგმავთ, სექტემბერი შესანიშნავი თვეა, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. გარდა ამისა, ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს თვე ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა ორსულობის, გამოჯანმრთელების შესახებ გაიგოთ და სასიამოვნო ემოცია შეგექმნათ.

 

ტყუპები 

ამ ნიშნისთვის სექტემბერი შეიძლება გარღვევის თვე იყოს, რადგან სავსე მთვარე თევზებში თქვენი კარიერისა და ცხოვრებისეული მიზნების სექტორში იქნება. პირველ რიგში, საბოლოოდ შეძლებთ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - შესაძლოა, დაიწყოთ ახალი კურსი, ტრენინგი, ალტერნატიული სამუშაო და ცოდნა გაიღრმავოთ. ასევე, შეგიძლიათ სტატუსები შეიცვალოთ - მაგალითად, გადაწყვიტოთ განქორწინება, დაქორწინება ან - პოზიციის შეცვლა. ახალი მთვარე სასწორში თქვენს მონათესავე ნიშანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი სასიყვარულო საკითხებში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იქნება.

მშვილდოსანი

სექტემბერი ტრადიციულად წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა მშვილდოსნებისთვის, რადგან ეს თვე ამ ნიშნის თითოეული წარმომადგენლისთვის კარიერულ სექტორს და ცხოვრებისეულ მიზნებს ასახავს. საუბრების, შეხვედრებისა და შეთანხმებების უმეტესობა კონკრეტულად თქვენს პროფესიას დაეთმობა. არ გაგიკვირდეთ, თუ მოულოდნელად შეიცვლით სამუშაოს ან სამსახურში ახალი გუნდი გეყოლებათ. რაც შეეხება თევზებში სავსე მთვარეს, ის გადაწყვეტს, თუ სად იცხოვროთ. სავარაუდოდ, სახლის ყიდვა, გაყიდვა, გადაადგილება ან რემონტის დასრულება დაიგეგმება. ახალი მთვარე სასწორში საკმაოდ ინტენსიური იქნება - თქვენი პლანეტა იუპიტერი მზესა და მთვარესთან ოპოზიციაში იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ საჭიროებებსა და საზოგადოებას შორის კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. განაგრძეთ კითხვა