1791316484
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შესაძლოა, რაიმე ბიძგი ან მოტივაცია გახდეს საჭირო, რათა გამოცოცხლდეთ და იმოქმედოთ. ნურავის დაელოდებით, თავადვე შეგიძლიათ, იმოქმედოთ, დანარჩენი თავისთავად აეწყობა.
კურო
თუ თქვენი შემოსავლების უკმაყოფილო ხართ, იფიქრეთ უფრო სტაბილურ და საიმედო სამსახურზე, შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ თქვენს გეგმებში. ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი.
ტყუპები
სასურველია ძალები მოიკრიბოთ, ნუ დაყრით ფარ-ხმალს, მხოლოდ მცირეოდენი მანძილი დარჩა გამარჯვებამდე. ნუ აჰყვებით ეჭვსა და უიმედობას, არ შეჩერდეთ, თქვენ სწორი გზით მოძრაობთ და მიზანი თითქმის მიღწეულია.
კირჩხიბი
თუ ემოციებს არ აჰყვებით და გონივრულად იმოქმედებთ, წარმატებით გადაწყვეტთ პრობლემურ საკითხებს და სწორ ნაბიჯებს გადადგამთ მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.
ლომი
დღეს იოლად შეძლებთ თქვენი პრიორიტეტების დალაგებას. მთავარია, სწორად განსაზღვროთ პერსპექტივები და მოიფიქროთ საუკეთესო გზა თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის.
ქალწული
შანსი გექნებათ, აღადგინოთ ძველი კავშირები ნათესავებთან თუ მეგობრებთან. შესაძლოა, ეს უცხოეთში მყოფ ადამიანებს უკავშირდებოდეს. ყური მიუგდეთ და მიჰყევით გულის ხმას.
სასწორი
მიუხედავად სამუშაო დღისა, შეეცადეთ, გამონახოთ დრო და მოინახულოთ დიდი ხნის უნახავი ახლობლები, ამით სიხარულს მიანიჭებთ სხვებს და თვითონაც უკეთ იგრძნობთ თავს. განტვირთვა ახლა ძალიან გჭირდებათ.
მორიელი
პრობლემების მოგვარებისას, ახლებური მიდგომა და არასტანდარტული აზროვნება, უფრო მეტად გაგიმარტივებთ საქმეს. თქვენს გონებაში გაჩენილი იდეებით, დღეს, არა მარტო სხვებს, საკუთარ თავსაც გააკვირვებთ.
მშვილდოსანი
იმოქმედეთ სწრაფად და გაბედულად. ახლა შანსები საკმაოდ დიდია და უფრო იოლია მიზნის მიღწევა, ვიდრე მომდევნო დღეებში. დახმარებისთვის მიმართეთ გამოცდილ ადამიანებს.
თხის რქა
ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით სასიყვარულო საკითხებთან დაკავშირებით. ყველა ხერხი გამოიყენეთ ურთიერთობების გაჯანსაღებისა და განმტკიცებისთვის.
მერწყული
რაც უფრო მარტივად მიუდგებით და იუმორით შეხედავთ სიტუაციას, მით უფრო საინტერესოდ ჩაივლის დღე. ასე, უფრო მეტ მხარდამჭერსა და თანამოაზრეს მოიზიდავთ.
თევზები
შესაძლოა, დღეს, თქვენს ცნობიერებაში დიდი გარდატეხა მოხდეს. შესაძლოა, შეიცვალოს თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული მიზნები და ამოცანები.










