ზეგ სავსემთვარეობაა, რა (არ) უნდა გავაკეთოთ 22:54 საათზე, ფინანსების მოსაზიდად 

ფული და სავსემთვარეობა

მონადირის სისხლიანი სავსე მთვარე 2022 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში დადგება.

დღის აკრძალვები

ოქტომბერში სავსე მთვარე მე -15 მთვარის დღეს, 9-ში, 22:54 საათზე დადგება. თანამგზავრი ვერძის თანავარსკვლავედში გაივლის, რაც გაზრდის დაძაბულობას. შესაძლებელია მცირე კამათი, ჩხუბი ადამიანებს შორის. უნდა უფრთხილდეთ სახიფათო სიტუაციებს, მაღალ სიჩქარეს. თუმცა, დღე ბევრი თვალსაზრისით პოზიტიურია, მაგალითად, ენერგიით დაიმუხტოთ სურვილების ასრულებისთვის.

წლის განსაკუთრებული სავსე მთვარე

სავსე მთვარე ვერძში სავსეა ენერგიით, რომელიც დაგეხმარებათ „მომავლის რქებით დაჭერაში“. იმის გამო, რომ სავსე მთვარე ხშირად ასოცირდება გათავისუფლებასთან, ეს დღე მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ უხერხულობისა და გაუბედაობისგან, ჩვენი საჭიროებების დასაცავად.
სექტემბრის სავსე მთვარის მსგავსად, 2022 წლის ოქტომბერშიც მთვარე ამოდის დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, ზედიზედ რამდენიმე ღამე, ამიტომ დაიწყეთ მისი ძებნა შაბათს, 8 ოქტომბერს. ოქტომბრის სავსემთვარეობას ზოგიერთები მონადირის მთვარეს უწოდებენ, რადგან ძველად ეს მინიშნება იყო, რომ ცივი ზამთრის მოლოდინში სანადიროდ წასვლის დრო იყო - ამ დროს ცხოველები იწყებენ ცხიმის დაგროვებას ზამთრისთვის.

სავსე მთვარის აკრძალვები

კვირას, 9 ოქტომბერს, არ არის რეკომენდებული ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლა და ზოგადად, სერიოზული საქმის დაგეგმვა. უკონტროლო ენერგიებმა შეიძლება დააბნიოს თქვენი ყველა სურვილი. სიტუაციის ესკალაცია არ არის საუკეთესო გამოსავალი. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მშვიდად გაივლის ოქტომბრის სავსე მთვარე, მით უკეთესი.

ამ დღეს აკრძალულია თმის შეჭრა და ზოგადად, გარეგნობაზე მანიპულირება. ასევე, მცენარეები არ უნდა გადარგოთ, რადგან წვენი ფოთლებში გადადის, რაც მათ დაუცველს ხდის.

არ გირჩევენ მოლაპარაკებას, შორს მიმავალი გეგმების დალაგებას.

რიტუალები სავსე მთვარეობისთვის, 9 ოქტომბერს

„ფულის მაგნიტი“

ფინანსების მოსაზიდად, თქვენ უნდა აიღოთ სამი განსხვავებული მონეტა, პატარა მაგნიტი და სანთელი. როდესაც მთვარე ამოდის, აანთეთ სანთელი ცენტრში და მოათავსეთ ფული გვერდებზე სამკუთხედად. სანთელი მთლიანად უნდა დაიწვას. ამის შემდეგ, ჩაალაგეთ მონეტები ტანსაცმლის მარცხენა ჯიბეში, ხოლო მაგნიტი - მარჯვნივ. როდესაც სავსემთვარეობის შემდეგ ერთი კვირა გავა, გადაიტანეთ მონეტები საფულეში და დახარჯეთ საჭიროებისამებრ.

სიყვარულის ბარათი

სავსე მთვარის დროს აანთეთ ორი წითელი სანთელი, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავს თქვენს გრძნობებს საყვარელ ადამიანთან. ფურცელზე დაწერეთ ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ: ერთობლივი მოგზაურობა, ქორწილი და ა.შ. მოათავსეთ ჩანაწერი სანთლებს შორის, შემდეგ გაჭერით შუაზე და დაწვით თითოეული ნარჩენი ერთ-ერთი სანთლის ცეცხლში.

შელოცვილი წყალი

წყალზე სურვილის გაკეთებაც შეგიძლიათ, ამისთვის გამჭვირვალე ჭიქაში უნდა ჩაასხათ, გეჭიროთ ხელში და უყუროთ მთვარეს, ხმამაღლა თქვით ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ. წყალი ღამით ფანჯრის რაფაზე უნდა დარჩეს, დილით კი ერთი ყლუპით დალიოთ.