განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობა აქვთ

astro

ვერძი და სასწორი

სასწორი თვითნაბადი მშვიდობისმყოფელია, ხოლო ვერძს ყველაფრის პირში მიხლა უყვარს. ამიტომ, დაწყვილებისას, ვერძები იწყებენ იმის სწავლას, რომ სანამ რამეს იტყვიან, საჭიროა ცოტა დაფიქრება. ამასთან, სასწორი სრულიად იხიბლება ვერძის უშიშრობით. თუმცა, როცა ამჩნევს, რომ მასთან ურთიერთობაში უსამართლოა, პირდაპირ ეუბნება და შეიძლება კონფლიქტზეც კი წავიდეს. სწორედ ამიტომ თვლის ვერძი სასწორს ცხოვრების იდეალურ თანამგზავრად - ორივეს აქვს გამბედაობა იმისა, რომ დაიცვას ბოლომდე ის, რაც სამართლიანად მიაჩნიათ. თავის მხრივ, ვერძი ასწავლის სასწორს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ეხება.

კურო და მორიელი

ეს ორი ნიშანი, ითვლება ზოდიაქოს ყველაზე ძლიერ და ტემპერამენტიან წყვილად, რომლებიც გვასწავლიან, რომ შესაძლებელია ერთმანეთის სიყვარულისთვის მთელი ძალისა და ენერგიის მსხვერპლად გაღება. ცნობილია, რომ ამ წყვილიდან თითოეული ფლობს უძლიერეს ენერგეტიკას, პერსპექტივის დანახვის შესაძლებლობას, წინ, მომავლისკენ ყურებას. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, რასაც აკეთებენ, ყველაფერზე 100%-ით კონცენტრირებულები არიან. მათ მოსწონთ, როცა გარშემო ერთეული, მაგრამ ერთგული მეგობარი ჰყავთ. მორიელი - ძალიან ამყოლია. ის ადვილად ეძლევა ნებისმიერ ემოციას და გრძნობას, რომელსაც განიცდის. ძლიერი წყლის ნიშანი და მყარი მიწის ნიშანი, ერთად მშვენიერ გუნდს ქმნიან. პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, მათგან გამოდის მშვენიერი მმართველი წყვილი. ისინი ტკბებიან ოჯახური ცხოვრებით, იწყობენ კარიერას, ახდენენ შრომისმოყვარეობის დემონსტრირებას, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მათ ერთმანეთი უყვართ.

თხის რქა და კირჩხიბი

ამ ორი ნიშნისგან ყოველთვის დგება შრომისმოყვარე და უდიდესი შესაძლებლობების მქონე დუეტი. თხის რქები შრომადამოკიდებულები არიან, ხოლო კირჩხიბები - ზეემოციურები. წყლისა და მიწის ეს კავშირი ძალიან პროდუქტიულია. სწორედ ამიტომ, კირჩხიბები სიამოვნებით ახდენენ ლიდერის მოვალეობების დელეგირებას თავის პარტნიორზე. ორივე ნიშანი აფასებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა პრაქტიკულობა, შრომისმოყვარეობა და ცხოვრებაში ყველაზე უბრალო საქმის კეთება უყვართ. გარდა ამისა, ეს ორი ნიშანი, ასევე ითვლება ზოდიაქოს ყველაზე სიმპათიურ წყვილად. კირჩხიბი თხის რქაში დამცველს, მოტივატორს და უბრალოდ კარგ მეგობარს ხედავს. თხის რქას ხიბლავს კირჩხიბის ემოციური გახსნილობა და სანდოობა, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მასთან ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვან გრძნობებსა და საკითხებზე საუბარი.

თევზები და ქალწული

ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია თევზები, ხოლო ქალწული გამოირჩევა თავშეკავებითა და გარკვეული ემოციური სიცივით - ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, ისინი თევზებთან ურთიერთობისას ეჩვევიან საკუთარი ემოციების უშიშრად გამოხატვას და მათგან ერთგვარ დახმარებას იღებენ, ემოციური სტაბილურობის მიღწევის კუთხით. თავის მხრივ, ქალწული ეხმარება თევზებს მოახდინოს საკუთარი სურვილების რეალიზება. ქალწული დაგეგმილად ცხოვრობს და ყოველთვის ორიენტირებულია რაიმე მიზანზე, თევზები კი მერყევია და ამჯობინებს დინებას მიჰყვეს. ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ქმნის უძლიერეს წყვილს, რადგან ახერხებენ საკუთარი, ყველაზე ძლიერი მხარეების გაერთიანებას.