დღევანდელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

ცაგარელი

დღევანდელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს.

დღეს, 5 თებერვალს სავსემთვარეობაა და მინდა შეგახსენოთ გაჩნდება ორგანიზმში მოჭარბებული ენერგიები, ემოციები, რასაც ზოგიერთი მათგანი ვერ გაუძლებს და აგრესიაში გადაუვა. ეცადეთ, სიმშვიდითა და მოზომილი პოზიტივით განვლოთ ეს დღე. არ ვარგა დღეს ყოველგვარი დიდი შენაძენებისა და საქმიანი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ახალი საქმის დაწყება. ნუ გადაიღლებით, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. ეს დაღლილობა თქვენ მერე დიდხანს გაგყვებათ, თუმცა ამწუთას მომატებულ ენერგიებზე ხართ და არ გჯერათ და ვერ წარმოიდგენთ. ასევე, დღეს თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან და მავნე ჩვევებისგან. სიყვარული, სიკეთე და ბედნიერება თქვენს ოჯახებს, მშვიდობა საქართველოსა და სრულიად დედამიწას.“ - წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში.