ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებსაც ამ კვირაში განსაკუთრებით გაუმართლებთ

ასტროლოგია

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებსაც ამ კვირაში განსაკუთრებით გაუმართლებთ:

სასწორი

ეს კვირა სასწორებისთვის ნამდვილად ბევრი თავგადასავლით იქნება დატვირთული, თუმცა ასტროლოგების თქმით, განსაკუთრებული სიახლე სასიყვარულო ურთიერთობებში გელით. მარსი და ვენერა ახლა თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდს ქმნიან და უამრავ ბედნიერ წუთს მოგანიჭებენ. შესაძლოა, წარსულის ურთიერთობა გაგახსენდეთ, ან კიდევ ახალი ადამიანთან იგრძნოთ თავი კომფორტულად - მთავარი ისაა, რომ მიმდინარე კვირას ვარსკვლავები ყველაზე რომანტიკულ და სასიამოვნო თავგადასავალს მოგიწყობენ.

მერწყული

არ იდარდოთ, თუ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გეგმავდით - ახლა შესანიშნავი დროა, რომ გამოცდილებაზე ისწავლოთ და მომავალი უკეთესად დაგეგმოთ. ასტროლოგების თქმით, მიმდინარე კვირას რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იქნება, როცა ნათლად დაინახავთ, ვის ენდოთ და რა გააკეთოთ შემდეგ დღეებში. ამიტომაც, მოიკრიბეთ ძალა, გამბედაობა და თავდაჯერებულობა, შეხედეთ გამოწვევებს სხვა კუთხით და წარმატება აუცილებლად მოვა. ეს კვირა ხელსაყრელია როგორც კარიერის თვალსაზრისით, ასევე სასიამოვნო ემოცია გელით ურთიერთობებშიც.

თევზები

ამ კვირაში განტვირთვისთვის აუცილებლად უნდა მოიცალოთ და უფრო მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. ნუ იჩქარებთ, საუკეთესო ამბები ჯერ კიდევ წინაა. დამშვიდდით, კარგად დაფიქრდით, რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში, დაისვენეთ და შეიქმენით პოზიტიური განწყობა. ეს კვირა კი სწორი მიმართულების პოვნაში აუცილებლად დაგეხმარებათ. თუ ყველაფერს კარგად გათვლით, მოითმენთ და არ იჩქარებთ, ვარსკვლავები მაქსიმალურად დაგეხმარებიან და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.