„...ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად, ან ვერ ვითარდება“ - რამაზ გიგაური

გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური ასახელებს რიცხვებს, რა დროსაც წამოწყებული საქმეები რთულად, ან ვერ ვითარდება.

„ასტროლოგიაში „მთვარის უკურსო (უგეზო) მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად, ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:

* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;

* არ შეიძინოთ ნივთები;

* არ დაიწყოთ ახალი საქმე;

* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;

* არ დადოთ შეთანხმებები;

* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი!