8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 11-12 დღე. დღეს მთვარე მშვილდოსანში იდეალებისკენ სწრაფვის სურვილს გააჩენს. შესაძლებელია ილუზიები, ობიექტურობის დაკარგვა. არ არის რეკომენდებული რთული სამუშაოს და სკრუპულოზური გათვლების შესრულება. დღე უფრო პროდუქტიული იქნება, თუ დილით სამოქმედო გეგმას დააზუსტებთ და დაიცავთ მას.

არ ღირს მოგზაურობის დაწყება, კვლევის ან სამკურნალო ციკლის ნულიდან ჩატარება. მნიშვნელოვანი შეხვედრები და რუტინული საკითხების განხილვა გვიან საღამოსთვის სჯობს, გადადოთ.

ვერძი

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება. იყავით მზად სწრაფი მოქმედებისთვის.

კურო

სხვათა წარუმატებლობის ფონზე, თქვენი ავტორიტეტი აშკარად მატულობს, რაც ზოგიერთი თანამშრომლის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

ტყუპები

სულსწრაფობა და იმპულსურობა კარგს არაფერს მოგიტანთ. წვრილმანი სკანდალები, უბრალოდ, ენერგიის ფლანგვაა, თქვენ კი ახლა ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება და თქვენი ენერგიის გონივრული გამოყენება შეგიძლიათ.

კირჩხიბი

მოუფრთხილდით ნერვებს, ნუ აჰყვებით ემოციებს, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს სულიერ მდგომარეობას.

ლომი

არ გამოგეპაროთ სამყაროსგან ბოძებული შანსები, იყავით ფხიზლად და ყურადღებით.

ქალწული

ნუ გადაიღლებით, გადაანაწილეთ თქვენი ენერგია. სიმშვიდე, წონასწორობა და სიცხადე თქვენი სამომავლო გეგმებისთვის წარმატებების მომტანი იქნება.

სასწორი

იზრდება თქვენი ამბიციები, თუმცა თუ მოინდომებთ, ყველაფერს მიაღწევთ, გზები ხსნილია წარმატებისკენ.

მორიელი

ზღვა ემოციებისა და მრავალი საინტერესო შეხვედრების დღეა, მთავარია, დაიცვათ ზომიერება.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, თქვენი ცხოვრების გზაზე დიდია ცვლილებების ალბათობა.

თხის რქა

ოჯახში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენს ნათქვამს სხვაგვარად აღიქვამენ. გააკონტროლეთ ემოცია და ეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ ირგვლივ მყოფებს.

მერწყული

დაიწყეთ ძველი საქმის კეთება ახლებურად, გადაახალისეთ თქვენი გეგმები და გჯეროდეთ, რომ ეს აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.

თევზები

დღეს უმჯობესია, თავი შეიკავოთ უცხო კომპანიებთან ურთიერთობისგან. ერიდეთ ფულის დაბანდებასა და სხვა ფინანსურ ოპერაციებს.