6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქმიან პარტნიორებზე, რომელთა შორის არიან ადამიანები, ვისაც თქვენი წინსვლა არ უხარიათ. კარგი დღეა კომპლექსების და ფობიების დასამარცხებლად.

კურო

ღალატის, კამათის და გარჩევების დიდი ალბათობაა. ახლა ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომანქანის მართვისას.

ტყუპები

გაურკვევლობები ქაოსს შემოიტანს ყველგან და ყველაფერში. ძალიან ცვალებადი დღეა, წამიერად იცვლება სიტუაციები თქვენს გარშემო, ერთმანეთს ცვლის აღმასვლა და მარცხი.

კირჩხიბი

თუ გონიერებას და სწორ სტრატეგიას გამოიყენებთ, ბევრ საქმეს ძალიან იოლად და მარტივად გაართმევთ თავს და ძველ პრობლემებსაც დაემშვიდობებით.

ლომი

გაგიჭირდებათ თავის დაღწევა წარსულზე ფიქრებისგან, ეს კი ხელს შეგიშლით კონცენტრირება მოახდინოთ რეალობაზე. შეეცადეთ, გათავისუფლდეთ ძველი წყენისგან.

ქალწული

თქვენს კრიტიკულ შენიშვნებს შესაძლოა, კონფლიქტები მოჰყვეს, ერიდეთ კომუნიკაციებს და ნეგატიურ გამოთქმებს, რათა არ დაიძაბოს ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან.

სასწორი

სასიკეთოა, დაასრულოთ და კორექცია შეიტანოთ ძველ საქმეებში, თვალი გადაავლეთ ძველ ხელშეკრულებებს, საქმიან წერილებს, დაკავდით მათი ანალიზით და იმუშავეთ ძველი შეცდომების გამოსწორებაზე.

მორიელი

სერიოზულად მოეკიდეთ და საიმედო წყაროებთან გადაამოწმეთ ამ პერიოდში მიღებულ ინფორმაცია. არ ენდოთ ადამიანებს, ვის გულწრფელობაში ერთხელ მაინც შეგპარვიათ ეჭვი.

მშვილდოსანი

შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ გაუგებრობები, ერიდეთ ტყუილს, ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, იზრუნოთ თქვენს სულიერებაზე, კარგია ლოცვა და მონანიების პრაქტიკები.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ თქვენი საუბრის მანერას, ისაუბრეთ ნელა და ფრთხილად, რადგან ამ პერიოდში რთულდება კომუნიკაციები, ძნელი ხდება თქვენი გაგება, რაც გაღიზიანების და უთანხმოების მიზეზი შეიძლება გახდეს.

მერწყული

მოსალოდნელია დაკავდეთ ნათესავების პრობლემების მოგვარებით, სასურველია, შეამოწმოთ თქვენი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გამართულობა.

თევზები

შესაძლოა, უცხოეთიდან უსიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ, რაც ძალიან აგაფორიაქებთ. ამ ეტაპზე, მოერიდეთ შორეულ მოგზაურობას.