24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 24-25-ე დღე. მთვარისა და ურანის ურთიერთქმედება კარგ გარემოს შექმნის ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის. საუკეთესო დღეა, სამსახურში ხელმძღვანელებთან საკითხების დადებითად გადაწყვეტისთვის. მარტივად შეამჩნევენ თქვენს ძლიერ მხარეებს.

ეცადეთ, სამუშაო უფრო ადრე დაასრულოთ, რათა საღამო მეგობრებთან გაატაროთ, მხიარული და ხმაურიანი შაბათ-კვირა მოაწყვეთ.

ვერძი

სიზარმაცის დრო არაა, აუცილებელია აქტიურობის გამოვლენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებას ვერ მიაღწევთ. შეეცადეთ, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო მხარეები და თვისებები, ამას აუცილებლად შეამჩნევენ  და დააფასებენ.

კურო

კარიერულ გეგმებთან დაკავშირებით, პოზიტიური ცვლილებები გელით. მნიშვნელოვანი საბუთები წარმატებით შეგიძლიათ გააფორმოთ და თუ საჭირო იქნა, კორექტივებიც შეიტანეთ.

ტყუპები

კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას დაუთმობთ პირად ურთიერთობებს, სასურველია, ოფიციალურად დააკანონოთ ან პარტნიორთან ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად. პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ.

კირჩხიბი

შეხვედრებისათვის კარგი დღეა, დიდია ალბათობა, ხარისხიანად შესრულებული საქმისათვის პრემია ან კარიერული წინსვლა მიიღოთ.

ლომი

მოულოდნელ ფინანსურ შემოსავლები გელით, თქვენი კომპანიის ბიუჯეტსაც საკმაოდ გაამდიდრებთ. ეს პერიოდი სასიკეთოა სწავლისა და პროფესიული დონის ასამაღლებლად.

ქალწული

დღეს ყველა დაბრკოლება და შეზღუდვა იოლად დაძლევადია, საღამოს მეგობრების წრეში დაისვენეთ.

სასწორი

პირად-სასიყვარულო ურთიერთობებში დადებითი ემოციები გელოდებათ, კარგი იქნება, თუ თქვენ პარტნიორთან ერთად დაგეგმავთ დასვენებასა და მოგზაურობას.

მორიელი

თუ მოინდომებთ, შეუძლებელს შეძლებთ, თქვენი გონებამახვილობა და დამაჯერებელი ლოგიკა ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მეგობრებთან საინტერესო შეხვედრა და მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება გელით, საღამოს კი უმჯობესია, გაერთოთ და დაისვენოთ.

თხის რქა

მოერიდეთ პირადი თემების სოციალურ ქსელში გამომზეურებას და სანამ რამეს გადაწყვეტთ, 7-ჯერ გაზომეთ, ნუ იქნებით აგრესიული. საღამოს დაისვენეთ.

მერწყული

შესაძლოა, ხელმძღვანელ პირებთან დაგჭირდეთ ურთიერთობების გარკვევა, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, დღეს დიდი შანსი გაქვთ, დადებითი პასუხები მიიღოთ. 

თევზები

ეს დღე მხოლოდ სასიამოვნო მომენტებს და კარგ განწყობას გპირდებათ. საქმეც სწრაფად და მარტივად გამოგივათ. საინტერესო აღმოჩენები გელით. გაატარეთ საღამო ახლო მეგობრების ხმაურიან კომპანიაში, განეწყვეთ, წინ საინტერესო შაბათ-კვირაა.