21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-20-21 დღე. დღეს მთვარე მერწყულში სიურპრიზებსა და მღელვარებას გვპირდება. გაიზრდება ფუტურისტული იდეებისადმი ინტერესი. მზისა და მერკურის შეერთება, ყველა საკითხის გადაწყვეტისას, დაფიქრებას მოითხოვს, დეტალები მკაცრად დააზუსტეთ. შესაძლოა, საჭირო გახდეს, უკვე დამთავრებულ თემაზე, ახალი გამოკვლევა, გამოკითხვა, დოკუმენტების ხელახალი რეგისტრაცია.

ვერძი

შესაძლოა, დღეს იგრძნოთ რომ ვიღაცის სამიზნე ხართ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, აგრძნობინეთ ყველას, რომ ყველაფერი იცით, მაგრამ ეს არ გაღელვებთ.

კურო

კუროს მოდუნების საშუალება არ ექნება. ბევრ კუროს მოუწევს ფინანსური თუ სხვა პროექტების ახლიდან შესწავლა, დიდი ალბათობით, ამ საკითხებზე ინტენსიურად ფიქრი ორ კვირა გაგრძელდება.

ტყუპები

შესაძლოა, დღეს ზედმეტმა აზარტულობამ პრობლემები შეიქმნათ, გამოიჩინეთ კეთილგონიერება, რათა დროულად შეძლოთ შეჩერება.

კირჩხიბი

დიდია ალბათობა, რომ ეს დღე ძალიან კარგად გაგახსენდეთ მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ დღე სრულიად სხვაგვარად წარიმართება, ვიდრე გეგმავდით და სრულიად სხვა საკითხები გახდება აქტუალური.

ლომი

მოზღვავებული ენერგია სხვათა დასახმარებლად მიმართეთ, თუმცა, თუ ბიზნესით ხართ დაკავებული, შესაძლოა, დაგჭირდეთ ურთიერთობებში ცვლილებების შეტანა.

ქალწული

შესაძლოა, შანსი გაგიჩნდეთ უცხოელებთან ერთობლივი პროექტის წამოსაწყებად და თანამშრომლობა კარგი პერსპექტივებით წარიმართოს. თუ ყურადღებით იქნებით, არსებული სირთულეები მარტივად გადაიჭრება.

სასწორი

მარტივად შეხედეთ ყველაფერს, თუნდაც მოულოდნელ სიძნელეებს, არ აჰყვეთ შიშებსდ და თავს გაართმევთ ნებისმიერ საქმეს.

მორიელი

კარგი იქნება, თუ საკუთარ საქმეს წამოიწყებთ. ეს დღე სწორედ შესაფერისი დროა, აიხდინოთ ოცნება და აიღოთ პასუხისმგებლობა კონკრეტულ საქმეზე.

მშვილდოსანი

იყავით წინდახედული, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და იმედგაცრუებები.

თხის რქა

ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი და კატეგორიული. დღეს ასეთმა ქმედებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოგიტანოთ.

მერწყული

კარგი იქნება, თუ გადაახალისებთ გარემოს, მოიფიქრეთ, როგორ გაალამაზოთ პირადი სივრცე.

თევზები

დღეს, თქვენი ქმედებები კარგად უნდა იყოს მოფიქრებული, ახლა იმპროვიზაციის დრო არ არის. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, თავი შეიკავეთ კონსერვირებული საკვებისა და ნახევარფაბრიკატებისგან.