2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

შეიქმენით პოზიტიური განწყობა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთა უსიამოვნო კომენტარებსა და წუწუნს. იზრუნეთ სახლის მოწყობაზე.

კურო

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და შეინარჩუნეთ ემოციური სიმშვიდე, არ ღირს ყოველ წვრილმანზე ნერვიულობა, ამგვარად, ოჯახის წევრებსაც გაუფრთხილდებით და თავიდან აიცილებთ სხვადასხვა სირთულეებს.

ტყუპები

დღეს სჯობს, საოჯახო საქმეებით შემოიფარგლოთ. დღე ასევე სასიკეთოა სასიყვარულო საქმეების დალაგებისთვის. რაც შეეხება საქმიანობის სფეროს, ეცადეთ, თქვენი კრიტიკული შენიშვნებით არავინ გააღიზიანოთ.

კირჩხიბი

დღეს შესაძლოა, გაუგებრობებმა იჩინოს თავი, ეცადეთ, სიტუაციას გაგებით მოეკიდოთ, ნუ გაამწვავებთ მეტად არსებულ მდგომარეობას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.

ლომი

ახლა მთავარია, გაწეროთ ახლო მომავლის აუცილებელი საქმეების სია და ქრონოლოგიურად მიჰყვეთ მას. ამასთან, გახსოვდეთ, რომ უქმეებზე დასვენება აუცილებელია.

ქალწული

მეტი ყურადღება დაუთმეთ ენერგოტონუსის ამაღლებას, მიჰყევით თქვენს გეგმებს, დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მაგრამ ნუ იტვირთავთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. გადით ბუნებაში დასასვენებლად.

სასწორი

მშვენიერი დღეა დასვენებისთვის. გარშემომყოფებთან იყავით მეტად კონსტრუქციული, მოერიდეთ კრიტიკასა და კამათს.

მორიელი

მოდუნდით, მიიღეთ სიამოვნება ნებისმიერი პროცესისგან, მეტად ჩაერთეთ საოჯახო საქმეებში. 

მშვილდოსანი

მეტად მოუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, ნუ იქნებით ძალიან მომთხოვნინ. ეცადეთ ფოკუსირება გააკეთოთ პოზიტიურ და სასიამოვნო მოვლენებზე. დაისვენეთ ბუნებაში.

თხის რქა

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და სასურველია, არ ჩაერთოთ დისკუსიებში, რადგან შესაძლოა სულ მარტივი საუბრები კონფლიქტშიც გადაიზარდოს. ახლა დასვენების და გართობის დროა.

მერწყული

მშვენიერი დღეა, ნებისმიერ საქმიანობაში საკმაოდ წარმატებული იქნებით. არ არის სასურველი გარჩევები და წვრილმანების გამო სიტუაციის გართულება. კარგია აქტიური დასვენება.

თევზები

დღეს სჯობს, დამკვირვებლის პოზიციაში იყოთ, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებით ეს ეხება საქმიან სფეროს. დღეს კარგია გახვიდეთ ბუნებაში ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.