19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტად დაისვენეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით.

კურო

ბევრი რამ დამოკიდებულია თქვენს შრომისმოყვარეობასა და სურვილზე. ნაყოფიერია შეხვედრები და მოლაპარაკებებიც, ასევე ნუ გამოტოვებთ წვეულებებსა და ღონისძიებებს, შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.

ტყუპები

კარგია დღე პირადი ცხოვრების დასალაგებლად. დაიცავით ზომიერება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობასა და ენერგოტონუსის ამაღლებაზე ზრუნვას. ნუ აჩქარდებით და დაიცავით სიმშვიდე.

ლომი

იყავით ზომიერად აქტიური, დასაშვებია ინიციატივის გამოვლენაც, თუმცა მოერიდეთ ამპარტავნებას. პირადი ურთიერთობებისთვის, დღე გამორჩეულად ნაყოფიერია, მათთვის ვინც სიყვარულის ძიებაშია.

ქალწული

ნაყოფიერი დღეა, იყავით ლმობიერი, როგორც თანამშრომლების, ასევე ოჯახის წევრების მიმართ, ასევე, ნუ იქნებით ძალიან მკაცრი საკუთარი თავის მიმართ.

სასწორი

მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ საქმეს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების. არის კონფლიქტების ალბათობაც, ამიტომ, ეცადეთ, შინ და გარეთ დააბალანსოთ ურთიერთობები.

მორიელი

ნაყოფიერია სოციალური აქტივობები, ასევე მოლაპარაკებები, შეხვედრები. იყავით აქტიური, წარმოაჩინეთ საკუთარი დადებითი თვისებები.

მშვილდოსანი

შესაძლოა, რუტინამ და ერთფეროვნებამ განწყობა დაგიქვეითოთ, თუმცა ყველაფერი თქვენს ხელშია, დღე საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ გაიხალისეთ ყოფა. ეცადეთ, იყოთ გამგები და მეტი მოთმინება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანების მიმართ.

თხის რქა

საკმაოდ დატვირთული დღეა, ნუ გადაიღლებით. თქვენ არ ხართ უნივერსალური ადამიანი, ამიტომ ნუ მოსთხოვს საკუთარ თავსაც და სხვებსაც შეუძლებელს.

მერწყული

ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს მიუდგეთ შემოქმედებითად. გახდით მოტივაცია ირგვლივ მყოფებისთვის სახლშიც და სამსახურშიც, სიტყვა ეს უდიდესი ძალაა, დღეს კი ეს იარაღი თქვენს ხელშია.

თევზები

დღეს, განსაკუთრებით კარგად გამოგივათ მოლაპარაკებები და მორიგებები სხვადასხვა ადამიანებს, ან დაჯგუფებებს შორის. დღე ნაყოფიერია, ასევე, მნიშვნელოვანი პროექტების დასაგეგმად.