ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
1764619472
ვაპირებთ, შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილება პირველ ეტაპზე დიდ ქალაქებში განხორციელდება.
"შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი და საყოველთაო რეგისტრაციამდე ვაპირებთ, შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან. პირველ ეტაპზე ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდგომში ნელ-ნელა საჭიროებიდან გამომდინარე სხვა მასშტაბითაც გავრცელდება," – განაცხადა მიქანაძემ.