განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა

სხვადასხვა

განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. დასახელდა წლის საუკეთესო საკომუნიკაციო პროექტი, საუკეთესო ინსტრუქტორი, გამორჩეული საერთაშორისო პროექტი და წლის რეგიონული პარტნიორი.

ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სხვა ჯილდოებიც გაიცა. კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების გაძლიერება და პოპულარიზაციაა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და 2022 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული კოლეჯის – „იკაროსის“ წარმომადგენელს საპატიო პრიზები პირადად გადასცა. 

2022 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული კოლეჯი „იკაროსი“ გახდა პროგრამით – კულინარიის ხელოვნება, ხოლო წლის პროფესიული მომზადების/ გადამზადების კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კოლეჯი „ახალი ტალღა“, პროგრამით – კერძების მომზადების ტექნოლოგია.

ინფორმაციას ავრცელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.